ყველამ წაიკითხეთ! ეს ძალიან მნიშვნელოვანი და მარტივი დასამახსოვრებელი ტექსტი…
პიკნიკის დროს წაიქცა ერთი ქალბატონი. მას შესთავაზეს სასწრაფო დახმარების გამოძახება, მაგრამ მან უარი თქვა და ყველას დაარწმუნა, რომ, უბრალოდ, ქვას ფეხი გაჰკრა ახალი ფეხსაცმელების გამო. ქალი ფერმკრთალი ჩანდა და კანკალებდა, მას დაეხმარეს ტანსაცმლის გაწმენდაში და საჭმელიც მიაწოდეს. დარჩენილი დღის ნაწილი ქალბატონმა, როგორც ჩანდა დაუძაბველად გაატარა.მოგვიანებით იმ ქალის მეუღლემ ყველას შეატყობინა, რომ მისი ცოლი საავადმყოფოში წაიყვანეს. 23:00 საათზე ის გარდაიცვალა. პიკნიკზე ქალბატონს ინსულტი მოუვიდა! (თავის ტვინის სისხლმომარაგების მწვავე დარღვევაა).
მის მეგობრებს ინსულტის ნიშნების ამოცნობა რომ შეეძლოთ, ქალბატონი ახლა ცოცხალი იქნებოდა.
ზოგ შემთხვევაში ინსულტი უცებ არ კლავს. ასეთ მომენტებში მნიშვნელოვანია დროული დახმარების გაწევა.
რასაც ახლა წაიკითხავ მხოლოდ ერთ წუთს წაგართმევს.
ინსულტის გამოცნობის 4 საშუალება:
– სთხოვე ადამიანს გაიღიმოს (ის ვერ შესძლებს ამას)
– სთხოვე მარტივი წინადადება თქვას. მაგალითად “დღეს კარგი ამინდია” (გამართულად ვერ იტყვის)
– სთხოვე ორივე ხელი ერთდროულად აწიოს (ვერ შესძლებს ან მხოლოდ ნაწილობრივად აწევს)
– სთხოვე ენა გამოიტანოს (თუ კი ენა მოგრეხილია ან ამობრუნებული – ესეც ნიშნებია)
ამ 4 დავალებიდან თუნდაც ერთში თუ შეიქმნა პრობლემა – დარეკე სასწრაფოში და აღწერე სიმპტომები
ერთმა კარდიოლოგმა თქვა, რომ თუ კი ამ ინფორმაციას წაიკითხავ 10 ადამიანი მაინც, შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ვიღაცის სიცოცხლე – და შეიძლება ჩვენიც – გადავარჩინოთ. ყოველ დღე იმდენ “ნაგავს” ვუგზავნით ერთმანეთს, რომ ალბათ ღირს უკვე რამე საჭირო და სასარგებლო გავიზიაროთ.
Kop.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. kop.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.
kop.ge -ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.