4 უტყუარი მეთოდი პირიდან უსიამოვნო სუნის გასაქრობად. წაიკითხეთ და გათავისუფლდით!

ბევრ ადამიანს აქვს უსიამოვნო სუნი პირის ღრუში, მაგრამ თვითონ არ იცის ამის შესახებ.როგორც წესი ასეთ პრობლემას სხვა გვერდით მდგომი პიროვნება ამჩნევს. ამის გამო შეიძლება უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდეთ და სირცხვილის გრძნობამ შეგიპყროთ. სწორედ უსიამოვნო სუნმა შეიძლება გამოიწვიოს ახალგაზრდა ადამიანების დაკომპლექსება. აქ გაგაცნობთ 4 რჩევას იმის შესახებ თუ რა იწვევს არასასიამოვნო სუნს და როგორ შეგიძლიათ მოიცილოთ იგი.

1. სწორად შეარჩიე კბილის ჯაგრისი
უამრავი სახეობის კბილის ჯაგრისიდან აირჩიე ის, რომელსაც რბილი, პატარა თავი და ხშირი ჯაგრისი აქვს.
პატარა თავი რთულად მისაწვდომ ადგილების მიღწევაში დაგეხმარებთ, ხოლო ხშირი ჯაგრისი – ზედმიწევნით კარგად გაწმენს კბილის ყველა მონაკვეთს. დაიმახსოვრე, შენი ამოცანაა – მოაშორო ჭუჭყი არა მხოლოდ კბილის ზედაპირს, არამედ კბილებს შორის ადგილებსაც, ასევე ღრძილებს – სწორედ იქ გროვდება საჭმლის ნარჩენები, რაც პირში უსიამოვნო სუნის გაჩენის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

2. გამოიყენე ფთორისშემცველი კბილის პასტა
ფთორი – არის ნივთირება, რომელიც ამაგრებს კბილის ემალს და შესაბამისად ის კბილებს უნარჩუნებს ჯანმრთელობას. თითქმის ყველა კბილის პასტა შეიცავს ფთორს. ჯანმრთელი კბილები კი ჯანმრთელი სუნთქვაა.

3. ჭამე ბევრი მწვანილი
ქორფა მწვანილი – ოხრახუში, რეჰანი, კამა, ქინძი და სხვა – შესანიშნავად ებრძვის პირში უსიამოვნო სუნს. პოლიფენოლები, რომელსაც, მაგალითად, რეჰანი შეიცავს, შესანიშნავად ებრძვის ბაქტერიებს. ქლოროფილი – მცენარის პიგმენტია, რომელიც მას მწვანე ფერს აძლევს, – სწორედ ეს ნივთიერება ებრძვის ეფექტურად უსიამო სუნს პირში.

4. იქონიე ენის სპეციალური საწმენდი
მეცნიერებმა არაერთხელ დაამტკიცეს, რომ ბაქტერიების არსებითი ნაწილი (40-დან 70 %-მდე), რაც პირიდან უსიამოვნო სუნის გამომწვევია, სწორედ ენაზე გროვდება. სამწუხაროდ, კბილის ჯაგრისი აქ ვერ გამოგვადგება. ამიტომაც გამოიყენე ენის სპეციალური საწმენდი – ის ბევრად ეფექტურია.
მნიშვნელოვნია: თუ აქ მოცემული რჩევებიდან ყველაფერს აკეთებ, მაგრამ ეფექტს ვერ იღებ, აუცილებლად მიაკითხე გასტროენტეროლოგს – სავარაუდოდ, ცუდი სუნი პირიდან არასწორი ნივთიერებათა ცვლის ბრალია.

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია