დალიეთ ეს კოქტეილი, თუკი გცვივათ თმა, გტყდებათ ფრჩხილები და ჩაგიშავდათ თვალები
გარკვეული მიზეზების გამო ადამიანში იწყება თმის ცვენა ( ღეში 100-ზე ნაკლები თმის ღერის ჩამოვარდნა ნორმალურია, მასზე ბევრი უკვე საგანგაშო.), ფრჩხილების გათხელება და შემდეგ მომტვრევა, ასევე თვალების გარშემო სიშავის გაჩენა. თუ ამ პრობლემების მოგვარება სცადეთ სხვადასხვა საშუალებებით, მაგრამ უშედეგო გამოდგა ყველა, მაშინ დროა ხალხურ მედიცინას მიმართოთ. ჩვენ გასწავლით ერთ ძალიან ეფექტურ მილქშეიქის რეცეპტს, რომლის დახმარებითაც შეძლებთ ჩამოღამებული თვალების, დამტყდარი ფრჩხილებისა და მტვრევადი თმის აღდგენას.
მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
პროდუქტი:-300 გრ რძე, 3 სუფრის კოვზი შვრიის ფანტელი, 1 ბანანი და ერთი სუფრის კოვზი თაფლი.
ინვენტარი:- 1 სუფრის კოვზი და ბლენდერი.
როგორ მოვამზადოთ მეტად სასარგებლო და გემრიელი კოქტეილი?
პირველი რაც უნდა გააკეთოთ, ეს არის საჭირო პროდუქტებისა და ინვენტარის მომარაგება. საჭირო რაოდენობის შვრიის ფანტელი მოათავსეთ ბლენდერში და დაასხით 3-4 სუფრის კოვზი რძე. შემდეგ დააბლენდერეთ რომ მიიღოთ ერთგვაროვანი კონსისტენცია. ამის შემდეგ ბლენდერში ჩაუმატეთ წინასწარ გარეცხილი და საშუალო ზომებად დაჭრილი ბანანი, თაფლი და დარჩენილი რძე. ისევ დააბლენდერეთ, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას.
როგორ მივიღოთ?
ყოველ დილით, უზმოზე სვით ეს უგემრიელესი მილქშეიქი და თმაც გამოგიცოცხლდებათ, ფრჩხილებიც გაგიმაგრდებათ და კანის მდგომარეობაც საგრძნობლად გაგიუმჯობესდებათ.
Kop.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. kop.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.
kop.ge -ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.