სოდის გამოყენების 16 წესი, რომელიც ყველას გამოადგება! ეს ყველაფერი აქამდე არ ვიცოდი…

უკვე არაერთი სტატია მიეძღვნა სოდის გამოყენების ეფექტურობას.  მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც სამზარეულოში არაჩვეულებრივი დესერტების მოსამზადებლად, არამედ სილამაზისა და დასუფთავების სფეროშიც აქტუალობას არ ჰკარგავს. მის უპირატესობებზე საუბარი დიდ ხანს შეგვიძლია. თუმცა დღეს ჩვენ მის ისეთ თვისებებზე გვინდა საუბარი, რომლის შესახებ ჯერ არ გსმენით.

გაგაცნობთ სოდის გამოყენების 16 წესს, რომელიც ყველას გამოადგება ყოველდღიურ ცხოვრებაში:

1. დამღლელი ვარჯიშის შემდეგ კუნთები გტკივათ? მიიღეთ სოდის აბაზანა და კუნთების ტკივილი უკვალოდ გაქრება.

2. სოდის აბაზანას შეუძლია ფეხისა და ხელის ფრჩხილებიდან ჭუჭყი და სოკო მოგაშოროთ.

3. სოდა ეფექტურია არასასიამოვნო სუნის წინააღმდეგ. 1 ლიტრ თბილ წყალს დაუმატეთ 2ს/კ სოდა და 1 ს/კ პიტნის ზეთი. აურიეთ კარგად და ჩაყავით მასში ხელები და ფეხები 20 წუთის განმავლობაში. შედეგით გაოცებული დარჩებით.

4. ჯანსაღი სუნთქვისთვის პირში სოდიანი წყალი გამოივლით.

5. ფუტკარმა ან სხვა მწერმა გიკბინათ? ტკივილისა და ქავილის გასაქრობად,  ნაკბენ ადგილას წაისვით საჭმელი სოდა.

6. ხელსა ან ფეხზე თაბაშირი გადევთ და ეს ადგილი ძალიან გეფხანებათ? დაიყარეთ სოდა და ცივ რეჟიმზე ჩართული თმის ფენი მიუშვირეთ. გაგიკვირდათ არა?

7. თუკი სოდას დატოვებთ მაცივარში, მასში არსებული უსიამოვნო სუნი გაქრება.

8. საფუარის ალტერნატიული ვერსია: თანაბარი რაოდენობით შეურიეთ სოდა და ასპირინი ერთმანეთს.

9. ხველა გაწუხებთ? იცოდით თუ არა, რომ სოდის ინჰალაცია დაგეხმარებათ ხველის მოხსნაში?

10. თუკი ძვირფასმა მეტალის სამკაულმა დაკარგა ძველი სილამაზე და მბზინვარება, მდუღარე წყალში ჩადეთ და დაუმატეთ 1 ჩ/კ სოდა. 10-15 წუთის შემდეგ ცივი წყალი გადაავლეთ. სამკაული ისეთ ფერს მიიღებს, ახალს დაემსგავსება.

11. გულძმარვას სოდიანი რძე შველის.

12. ჭიქებმა მბზინვარება დაკარგეს? გარეცხეთ სოდიან წყალში.

13. ლობიო სწრაფად რომ მოამზადოთ, ქვაბით დადგით ცეცხლზე და 1 ლიტრ წყალთან ერთად 1 ჩ/კ სოდა ჩაუმატეთ.

14. ხელებიდან კოჟრები მოიშორეთ სოდის დახმარებით. 1 ს/კ სოდა 1 ლ წყალში გახსენით და მისი აბაზანა კვირაში 2-3-ჯერ მიიღეთ.

15. ასევე სოდას იყენებენ სარეცხი ფხვნილის გასაძლიერებლად.

16. ხელები საპონთან ერთად სოდით დაიბანეთ. თქვენ მოგშორდებათ ხახვის, ნივრისა და თევზის სუნი.

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია