დაიწყეთ თქვენი დღე ერთი ჭიქა თბილი წყლით და ბანანით – აი რატომ

ზოგიერთისთვის დილით საუზმის მირთმევა ერთგვარ ტრადიციადაა უკვე ქცეული, და მის გარეშე სახლიდან გარეთ არ გადიან. მაგრამ არსებობენ ადამიანთა კატეგორია, რომლებიც ერიდებიან დილით საჭმლის მირთმევას და მხოლოდ 1 ფინჯან ყავით შემოიფარგლებიან. თუ მეორე კატეგორიის ადამიანებს მიეკუთვნებით ეს ძალიან ცუდია, რადგან დილით საუზმის მირთმევა აუცილებელია ადამიანის ორგანიზმის სწორი ფუნქციონირებსთვის – თქვენს სხეულს უწევს ღამის გატარება ცარიელი კუჭით. ამიტომ, მთელი დღის განმავლობაში უკეთესი მუშაობისა და ფუნქციონირებისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სხეული ენერგიით მოვიმარაგოთ დილით.
მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებები
ნუტრიენტები, რომლებიც საუზმეზე მიიღება, უზრუნველყოფს უკეთეს მუშაობას და უკეთეს კონცენტრაციას. საუზმის მიღების დროს, კუჭი იწყებს საჭმლის მონელებას და თქვენი სხეულისთვის უფრო ადვილია აითვისოს საჭირო საკვები ნივთიერებები მთელი დღის განმავლობაში. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც საუზმობენ, უფრო მეტ ვიტამინებსა და მინერალებს მოიხმარენ, ვიდრე ის, ვინც დილით არ იღებს საკვებს.
თუ ყველაფრის მიუხედავად მაინვ ვერ შეძელით დილით საუზმის მირთმევა, ჩვენ გვინდა გირჩიოთ ერთი პატარა საშუალება რის დახმარებითაც შეძლებთ საუზმის ჩანაცვლების ეფექტი მოხდენას.
დილა დაიწყეთ 1 ჭიქა თბილი წყალით და ბანანით. ეს დადებითად მოქმედებს თქვენს სხეულზე.

რატომ უნდა მივიღოთ 1 ჭიქა თბილი წყალი და ბანანი?
დილით ერთი ჭიქა თბილი წყალი და ბანანი გაგიადვილებთ წონის დაკლებას. ბანანი ასტიმულირებს საჭმლის მონელებას და აჩქარებს მეტაბოლიზმს, ხოლო ბანანი კომბინირებულ1 ჭიქა თბილ წყალთან უზრუნველყოფს ბანანის ბოჭკოს უკეთ მონელებას. თბილი წყალი სჯობს ცივ წყალს, რადგან თბილი წყალი უკვე სხეულის ტემპერატურაზეა.

წონის დაკლებაში გეხმარებათ
შეუთავსეთ წყალი და ბანანი ჯანსაღ კვებას, ივარჯიშეთ საკმარისი რაოდენობით, დალიეთ შედარებით ნაკლები ალკოჰოლი და ნახავთ, რომ ამ მეთოდით წონის დაკლებაც შეგიძლიათ. დილით ბანანის მირთმევას აქვს დიდი უპირატესობა, იგი გრძელი გაჯერების გრძნობას გიქმნით. ის ასევე ნაწილობრივ ბლოკავს ნახშირწყლების შეწოვას, რაც შესანიშნავ ხილს წარმოადგენს დიეტის დროს.

Facebook კომენტარები