ეს ყველაზე ძლიერი ბუნებრივი საშუალებაა ფეხების შეშუპების წინააღმდეგ!

სიცხის დადგომისთანავე ბევრ ჩვენგანს ექმნება ქვედა კიდურების შეშუპების პრობლემა.  იგი უფრო ხშირად ხდება ზაფხულში, მაგრამ ზოგადად, ის შეიძლება წლის ნებისმიერ დროს გამოვლინდეს. ქალები უფრო ხშირად დგებიან ამ პრობლემის წინაშე, მაგრამ მამაკაცებსაც ემართებათ იგი. ასეთ დროს ფეხი იმდენად სივდება რომ ფაქტობრივად არ ჯდება ჩვეულ ფეხსაცმელში.
ჩვენ გვინდა გაგაცნოთ მიზეზები თუ რატომ ხდება ეს, რამდენად საშიშია და რა უნდა გააკეთოთ, თუ ფეხები დაიწყებს შეშუპებას.
ფეხების შეშუპება არის ორგანიზმში სითხის დაგროვების გარეგანი გამოვლინება. ასეთ დროს ქვედა კიდური საგრძნობლად იზრდება ზომით, მასზე კანი თავისუფლდება და დაჭერისას ჩნდება ჩაღრმავებები, რომლებიც მყისიერად არ ქრება.
ფეხების შეშუპება ჩვეულებრივ ხდება საღამოს საათებში, თუმცა მეორე დილით ამას შეიძლება დისკომფორტი მოჰყვეს.

ქვედა კიდურების შეშუპების დროს უჯრედებში და ქსოვილებში სითხის რაოდნეობა იზრდება. მას სხვა და სხვა გამომწვევი მიზეზები აქვს : ტემპერატურის მატება, სისხლძარღვების პრობლემები, თირკმლის ფუქნციების დარღვევა, ორსულობა, გულის უკმარისობა, ჰორმონალური დისბალანსი და ა.შ.
არ ღირს ამ პრობლემაზე თვალის დახუჭვა და მათი არასერიოზულად აღქმა, ასეთ დროს უმჯობესია დროულად მიმართოთ ექიმს!

თუ ქვედა კიდურები იშვიათად გისივდებათ, მაშინ მასთან ბრძოლა ხალხური საშუალებებით შეგიძლიათ. კლების რეგულარობა მიუთითებს შინაგანი ორგანოების დაავადებაზე. ამიტომ, მნიშვნელოვანია შეშუპების ხასიათის დადგენა.
ხალხურ მედიცინაში შეშუპების საწინააღმდეგო უამრავი რეცეპტი არსებობს, ჩვენ გთავაზობთ ყველაზე ეფექტურ და ძლიერ საშუალებას, რომელიც ძალიან სწრაფად და მარტივად შეგიძლიათ მოამზადოთ სახლში!

შარდმდენი საშუალება შეშუპების წინააღმდეგ
ამისათვის თქვენ დაგჭირდებათ ახალი მწვანილი-ოხრახუში და მისი ფესვი. კარგად გარეცხეთ მწვანილი და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. მიღებული მასა მოათავსეთ თერმოსში, დაასხით 500 მლ/ლ ადუღებული წყალი. გააჩერეთ ნაყენი მთელი ღამის განმავლობაში, დილით გაწურეთ. (რაოდნეობა გათვლილია 1 დღეზე) დღის განმავლობაში მიიღეთ 3-ჯერ.
პროცედურა გაიმეორეთ 2 დღის განმავლობაში, შემდეგ შეისვენეთ 3 დღე და კვლავ მიიღეთ ნაყენი.

გისურვებთ ჯანმრთელობას

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია