ამ ადამიანს მარილები დაუგროვდა კისერზე… წაიკითხეთ ეს სტატია და მოიშორეთ ტკივილები!

კისერზე მარილების დაგროვებას უწოდებენ ხერხემლის კისრის განყოფილების ოსტეოქონდროზს. იმის გამო, რომ ხერხემლის კისრის განყოფილება წარმოადგენს ორგანიზმის საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილს, დარღვევები კისრის არეში იწვევენ მთელი ორგანიზმის სერიოზულ დარღვევებს. ადამიანის კისრის არეში გადის უამრავი სისხლძარღვი და ნერვი, რომლებიც კვებავენ კისრის, სახის და თავის ქალის ქსოვილებს. კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზისთვის დამახასიათებელი თვისებაა:თავის ტკივილი, უსიამოვნო შეგრძნება ხელის არეში, რომელიც გადაეცემა მხარს, წინამხარსა და თითებს; ჩხვლეტის შეგრძნება ამ მიდამოში, კუნთების სისუსტე, დაღლილობა, თავბრუსხვევა, ყურების შუილი, მხედველობისა და სმენის დაქვეითება, გულისრევის შეგრძნებები, ღებინება და სხვ.

კისრის ოსტეოქონდროზის გამომწვევი მიზეზები:
დაავადების განვითარების მიზეზები პირველ რიგში განპირობებულია სხეულის დაბერებით და ხრტილოვანი ქსოვილის განადგურებით. გარდა ამისა, კიდევ მისი გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს:
ხერხემლის ანომალიები, ხანგრძლივი ფიზიკური აქტივობა, გენეტიკური ფაქტორი, პოზის დარღვევა, ჭარბი წონა, რაც მეტაბოლური დარღვევების შედეგია, აწვება მალთაშუა დისკებს, შემცირებული ფიზიკური აქტივობა, მჯდომარე მდგომარეობის ხარჯზე. ერთიანი ფიზიკური დატვირთვა, სწორი კვება და ცხოვრების ჯანსაღი წესი მნიშვნელოვნად ამცირებს ამ დაავადების განვითარების ალბათობას, ასევე ამცირებს გავლენას საერთო კეთილდღეობაზე.

ჩვენ დღეს გთავაზობთ ეფექტურ საშუალებას, რომელიც დაგეხმარებათ კისრის ოსტეოქონდროზის მკურნალობაში.

მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

1 საშუალო ზომის კარტოფილი, 1 ს/კ თაფლი, 1 ს/კ გამდნარი ერბო, 1 ს/კ მარილი, 4-5 კბილი გახეხილი ნიორი, 1 ჩ/კ კოჭა (იმბირი), 4-5 ცალი გახეხილი ბოლოკი.

მომზადება და გამოყენება:

გაფრცქვენით და გახეხეთ სახეხზე 1 საშუალო ზომის კარტოფილი, დაამატეთ მას თაფლი, ერბო, ნიორი, მარილი, კოჭა და ბოლოკი. კარგად აურიეთ ინგრედიენტები, რის შედეგადაც მიიღებთ ერთგვაროვან მასას. შემდეგ მიღებულლი მასა გადაიტანეთ დოლბანდზე.

დაიდეთ კომპრესი კისრის არეში, დააფარეთ კომპრესის ქაღალდი ან ცელოფანი და თბილად შეიხვიეთ. 2 საათის შემდეგ საფენი მოიხსენით, კანი გაიწმინდეთ თბილი ხელსახოცით და წაისვით სოჭის ზეთი. მკურნალობის კურსი – დღეში ერთხელ 7-10 დღის განმავლობაში.

Facebook კომენტარები