როგორ ვუმკურნალოთ გაყვითლებულ ფეხის ფრჩხილებს? ეს საშუალებები დაგეხმარებათ
ხშირად ადამიანებს ფეხის ფრჩხილი უყვითლდებათ. ეს ყოველივე შეგვიძლია დავფაროთ ფრჩხილის ლაქის წასმით, მაგრამ ეს პრობლემას ვერ გადაჭრის. ყველაზე ხშირად, სიყვითლეს იწვევს სოკო, მაგრამ არსებობს სხვა ფაქტორებიც.
ფრჩხილის ფირფიტის სიყვითლე ხელებსა და ფეხებზე ნებისმიერი არასასურველი გარე ფაქტორის ზემოქმედების შედეგია, რაც შემდგომში იწვევს პიგმენტაციას. ზოგიერთ ადამიანს დაბადებიდან აქვს სპეციფიკური ფრჩხილის ფერი, რომელიც შეიძლება იყოს ყვითელიდან მკაფიო ნარინჯისფერამდე, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ფერი ნორმაა.
რატომ ჩნდება ყვითელი ლაქები ფეხის ფრჩხილებზე?
-ყვითელი ლაქები ხშირად ჩნდება ქალის მიერ მანიკურის გაკეთების შედეგად დაბალი ხარისხის პროდუქტების გამოყენებით. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი.
-სოკოვანი ინფექციის არსებობა. ამ შემთხვევაში, ფეხის თითზე ფირფიტა მტკივნეულად გამოიყურება, იძენს დამახასიათებელ ფერს და ფრჩხილის ფირფიტის ზოგიერთი ნაწილის ქსოვილის სტრუქტურა იწყებს შეცვლას.
-თუ ფეხის ფრჩხილი ყვითლდება და სქელი ხდება, მაშინ ეს შეიძლება იყოს შაქრიანი დიაბეტის ან სხვა პათოლოგიების, მაგალითად, ფსორიაზის შედეგი.
-ჰიგიენის წესების შეუსრულებლობამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს ფეხების ფრჩხილის ფირფიტებზე ყვითელი ელფერი.
-ასევე არასასურველია ზედმეტი ოფლიანობა ან სინთეზური და არასასიამოვნო ფეხსაცმლის ტარება. ეს პირობები იწვევს სოკოსთვის დამახასიათებელ სიმპტომებს - ფრჩხილის გასქელებას და თეთრი ლაქების წარმოქმნას.
რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ იგი გაგვიქრეს?
პირველ რიგში უნდა გაირკვეს ყვითელი ფეხის ფრჩხილების გამოწვეული მიზეზები. მიზეზის დადგენის შემდეგ თუ იგი შინაგანი ფაქტორებითაა გამოწვეული აუცილებელია ექიმთან ვიზიტი და სწორი მკურრნალობის დაწყება. მაგრამ თუ ეს გარეგანი ფაქტორებითაა გამოწვეული, მაშნ თქვენ შეგიძლიათ ბუნებრივი საშუალებებით იმკურნალოთ იგი.
ლიმონი-1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი ჩაასხით წყლიან თასში შემდეგ კი დაისველეთ ფეხები. ეს ხელს შეუწყობს ყვითელი ლაქების მოცილებას ფრჩხილებიდან. ასევე სასარგებლოა ფრჩხილის ფირფიტების გახეხვა ლიმონის ნაჭრებით.
საცხობი სოდა-აურიეთ ერთმანეთს დაახლოებით სამი სუფრის კოვზი სოდა და ერთი სუფრის კოვზი 3% წყალბადის ზეჟანგი. კარგად აურიეთ რომ მიიღოთ პასტის მსგავსი მასა. შემდეგ კი ფეხის ფრჩხილებზე წაისვით. 10 წუთის შემდეგ დაიბანეთ ფეხები და კარგად გაიშრეთ ყვითელი ფერის მოსაშორებლად. ანალოგიურად შეგიძლიათ გამოიყენოთ სოდასა და ლიმონის წვენის ნარევი.
ჩაის ხის ზეთი და ლავანდის / ზეითუნის ზეთი-რამდენიმე კვირის განმავლობაში გამოიყენეთ ჩაის ხის ზეთისა და ლავანდის ზეთის ან ზეითუნის ზეთის კომბინაცია, რომ მოიშოროთ ყვითელი ფეხის ფრჩხილები.
ზეითუნის ზეთი და ორეგანოს ეთერზეთი-რეგულარულად წაისვით ერთი ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთისა და ორი წვეთი ორეგანოს ეთერზეთის ნარევი. მკურნალობა გააგრძელეთ არა უმეტეს სამი კვირის განმავლობაში.
ვაშლის ძმარი-ფრჩხილების დასველება თბილი წყლისა და ვაშლის ძმრის ნარევში (1:1 პროპორციით) სოკოვანი ინფექციით გამოწვეული ყვითელი ფეხის ფრჩხილების პოპულარული საშუალებაა. გამოიყენეთ ეს ხსნარი დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში, დღეში სამჯერ ინფექციის გასანადგურებლად. პროცედურის დასრულების შემდეგ ფეხები კარგად გაიშრეთ.