ცუდი მხედველობა გაქვთ? გამოიყენეთ ეს რეცეპტი მის გასაუმჯობესებლად!თანამედროვე სამყაროში ადამიანი მუდმივად ურთიერთქმედებს სხვადასხვა ელექტრონულ მოწყობილობებთან, რომლებიც გავლენას ახდენენ მხედველობის ხარისხზე: ტელეფონი, ტელევიზორი, კომპიუტერი, პლანშეტ და ა.შ. თვალის მუდმივი დაძაბულობის გამო, მხედველობა თანდათან უარესდება. არსებობს რამოდენიმე მეთოდი, რომლის დახმარებითაც შეძლებთ გაიუმჯობესოთ თუ არა, შეინარჩუნოთ კარგი მხედველობა. მაგალითად დღის განმავლობაში რამოდენიმე წუთით შეამცირეთ კომპიუტერთან ყოფნა, ეცადეთ თვალის კომპორტის რეჟიმის გამოყენება, იხმარეთ გამოსხივების დამცავი სათვალე და ა.შ..

დღეს გვინდა შემოგთავაზოთ არაჩვეულებრივი რეცეპტი მხედველობის გასაუმჯობესებლად. ამ რეცეპტში შემავალი ინგრედიენტები არის სრულიად ბუნებრივი და არ შეიცავს გვერდით მოვლენებს.

მის მოსამზადებლად თქვენ უნდა გამოიყენოთ ინგრედიენტები შემდეგი რაოდენობით:
-100 გრ ალოეს წვენი
-500 გრ დაჭრილი კაკლის გული,
-300 გრ თაფლი
-3-4 ლიმონის წვენი.

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ ჭურჭელში კარგად. მიიღეთ 1 დესერტის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, სანამ არ შეამჩნევთ გაუმჯობესებას. სხვათა შორის, ეს რეცეპტი არამარტო "ამძაფრებს" მხედველობას, არამედ, აძლიერებს სხეულს.

გაითვალისწინეთ-ალოე უნდა იყოს მინიმუმ 2-3 წლის. დავჭრათ მსხვილი ქვედა და შუა ფოთლები, დატოვეთ მცენარის ზედა ფოთლები ხელუხლებელი, გარეცხეთ ადუღებული წყლით, მოაცილეთ გვერდითა ეკლები, გააცალეთ მთლიანად კანი და ამოიღეთ შიგნითა რბილობი. დაჭერით იგი პატარა ნაჭრებად, და გამოწურეთ წვენი ორმაგი ბინტის დახმარებით. სასურველია მოჭრილი ალოეს ფოთლები 10-12 დღის განმავლობაში შედოთ მაცივარში და შემდეგ გამოიყენოთ. ამ პირობებში ალოეს უჯრედებში ხდება ნივთიერებების ფორმირება, სახელწოდებით "ბიოგენური სტიმულატორები", რომლებიც ასტიმულირებენ უჯრედების სასიცოცხლო აქტივობას.

და ბოლოს: არ ღირს წვენის დალევა ძალიან დიდხანს - ამ დროს ჩერდება ნაწლავის მოძრაობა, ხდება მისი ლორწოვანი გარსის გაღიზიანება და ანთება.
გახსოვდეთ, რომ ალოეს წვენი უკუნაჩვენებია თირკმლის მწვავე დაავადების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ორსულობის, მწვავე ანთებითი პროცესების ქალის სასქესო ორგანოებში, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებში დეკომპენსაციის ეტაპზე, ტუბერკულოზის გამწვავებებით გართულებული ჰემოპტოზიით და ბუასილის დროს.
გაუზიარე მეგობრებს ჯადოსნური ნარევის რეცეპტი!

Kop.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. kop.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

kop.ge -ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია