რა უნდა მიირთვათ ძილის წინ და რა არა? საკვები, რომელიც თქვენს ძილს განსაზღვრავს
რა სჯობს კარგ, ნაყოფიერ ძილს არა? დილით რომ იღვიძებ და ენერგიითა და სიცოცხლით რომ ხარ გაჟღენთილი. ძილის ხარისხზე სხვადასხვა ფაქტორები მოქმედებენ. მაგალითად: ოთხის ტემპერატურა, ხმაური, სინათლე, ფიზიკური და ემოციური დაძაბულობა, ტელევიზორთან ან მობილურ ტელეფონთნ დიდი დროის გატარება და ა.შ. ამ ჩამონათვალს შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშნველოვანი საკვებია. სასარგებლო საკვები ძილის წინ ტრიპტოფანით მდიდარი საკვებია.
ტრიპტოფანი ამინომჟავებით სავსე ნივთიერებაა და მისი დონე სეროტონინის (სიამოვნების ჰორმონი) დონესაც კი განსაზღვრავს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ძილის წინ ტრიფტოფანით სავსე საკვები მშვიდი ძილის გარანტიაა.
ტრიფტოფანით მდიდარი საკვებია: ინდაური, გოგრის თესლი, სოიოს მარცვალი.
ალუბალი – მის შემადგენლობაშია მელატონინი, ეს ძილის ჰორმონია. ამიტომ ძილის წინ 1 ჭიქა ალუბლის წვენი სწრაფ და მშვიდ დაძინებაში ძალიან დაგემხარებათ.მაგნიუმით მდიდარი პროდუქტი: ავოკადო, მუქი მწვანე ფერის ბოსტნეული. ისინი დაძინებაში ხელს შეგიწყობთ.
უსარგებლო საკვები ძილის წინ
კოფეინიდღის განმავლობაში შეგიძლიათ მიიღოთ, მაგრამ ძილის წინ ნუ მიირთმევთ, რადგან დაძინებაში ხელს შეგიშლით. ამიტომ მოერიდეთ ყავას, შოკოლადს, ენერგეტიკულ სასმელს და ჩაის. ის ანელებს ძილის მოსვლას.
ალკოჰოლი
ერთი ან ორი ჭიქა შავი ღვინო ძილს ხელს უწყობს, მაგრამ დიდი რაოდენობით ალკოჰოლი დაძინების პროცესს ართულებს. ამიტომ თუ უძილობა გაწუხებთ ნუ მიიღებთ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს.
ცხიმიანი საკვები
ასევე ძილზე ცუდად მოქმედებს: ჩიფსები, ნაყინი, შემწვარი და ცხიმიანი საკვები. საქმე იმაშია, რომ ცხიმის გადამუშავებას დიდი დრო სჭირდება და ასეთ შემთხვევაში იმის მაგივრად, რომ ორგანიზმმა დაისვენოს ძილის დროს, აქტიურად მუშაობს ამ ცხიმების გადასამუშავებლად. აამიტომ თუ გსურთ მშვიდი ძილი ნუ მიირთმევთ მათ უშუალოდ ძილის წინ. სჯობს ძილის დროს ჩვენთან ერთად კუჭიც დავასვენოთ.
გირჩევთ ძილის წინ ეს პროდუქტები მიირთვათ:
უცხიმო რძე; არაქისის კარაქი; იოგურტი ბანანით ან კაკლით. ისინი ხელს უწყობენ ძილის პროცესს. კიდევ ერთ-ერთი მთავარი რამ რაც ძილის წინ ჭამისას უნდა გაითვალისწინოთ ეს არისცპატარა ულუფებით საჭმლის მირთმევა.
გაითვალისწინეთ ჩვენს მიერ მოცემული რჩევები და ნახავთ რომ ძილის ხარისხი უფრო გაგიუმჯობესდებათ, დილით დასვენებული და ენერგიით სავსე გაიღვიძებთ და რა თქმა უნდა ეს ყოველივე დადებითად იმოქმედებს თქვენი დღის სამუშაო პროცესზე.