ნაოჭების საწინააღმდეგო კრემი შესანიშნავი ეფექტით! ეს ნამდვილად უნდა სცადოთ

ყველა ადამიანში ასაკი თავის კვალს ტოვებს. ასაკის მატებასთან ერთად გვიჩნდება სხვადასხვა სახის ტკივილები წელლისა და ფეხების არეში, სახის კანი ფორმას კარგავს და წვრილი ბილიკები გვიჩნდება სახეზე, რომელსაც ნაოჭების სახელით ვიცნობთ. რა თქმა უნდა ყველას თუ არა უმეტესობას მაინც უნდა ამ ნაოჭების მოცილება. ამისთვის უამრავი საშუალება არსებობს. ზოგი ამ პრობლემის მოსაგვარებლად მიმართავს ესტეტიკურ ცენტრებს, ზოგს კი ურჩევნია მას ბუნებრივი საშუალებებით ებრძოლოს.

ჩვენ გვინდა გასწავლოთ ხალხური საშალებებით დამზადებული კრემის რეცეპტი, რომელიც დაგეხმარებათ ამ პრობლემასთან გასამკლავებლად.
ნაოჭების საწინააღმდეგო დადასტურებული კრემი, რომელსაც შეუძლია გახადოს ის უფრო სუფთა და ახალგაზრდა ერთ კვირაში. შედეგი შთამბეჭდავია! თქვენც უნდა სცადოთ!
ამ კრემის რეცეპტი არის მარტივი და მართლაც მშვენიერი. მას არ გააჩნია გვერდითი ეფექტები, რადგან სრულიად ბუნებრივ ინგრედიენტების საფუძველზე მზადდება.

მის მოსამზადებლად კი გვჭირდება:
½ ახალი ქათმის კვერცხის გული, 2 ჩაის კოვზი ნუშის ზეთი (შეიძლება ჩაანაცვლოთ ზეითუნის ზეთით), 1 ჩაის კოვზი ზღვის მარილი, 2 ჩაის კოვზი გვირილის ბულიონი, ½ ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი, 2 ჩაის კოვზი კოსმეტიკური ჟელე (მისი ყიდვა შეგიძლიათ აფთიაქში).

როგორ მოვამზადოთ ნაოჭების საწინააღმდეგო კრემი?
პირველ რიგში უნდა მოვამზადოთ გვირილის ბულიონი. ამისათვის 1 სუფრის კოვზი მშრალი გვირილა მოათავსეთ ქვაბში და დაასხით 200 მლ წყალი, დადგით გაზქურაზე და ადუღეთ 15-20 წუთის განმავლობაში. გვირილის ბულიონი მზადაა.
მიღებული ბულიონი გადავწუროთ და მისგან ავიღოთ 2 ჩაის კოვზი სითხე. ცალკე ჭურჭელში ავურიოთ ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტები კარგად, ისე რომ უნდა მივიღოთ ერთგვაროვანი გლუვი მასა. მიღებული კრემი შეინახეთ მაცივარში.

როგორ გამოვიყენოთ?
ნაოჭების საწინააღმდეგო კრემი წაისვით სუფთა გაწმენდილ კანზე მსუბუქი მასაჟის მოძრაობებით. 30 წუთის შემდეგ მოიშორეთ ნარჩენები მინერალურ წყალში დასველებული ბამბის ტამპონით. ვინც ნამდვილად პატივს სცემს თავიანთ კანს და სილამაზეს, ნამდვილად მოეწონებათ ნაოჭების საწინააღმდეგო კრემი.

შენიშვნა: ნაოჭების საწინააღმდეგო კრემი შეიწოვება დიდი ხნის განმავლობაში, ერთ საათზე მეტხანს, ამიტომ საჭიროა მათი გამოყენება ძილის წინ 2 საათით ადრე. პირველ შედეგს 3 დღეში ნახავთ.
დაწერეთ თქვენი შთაბეჭდილებები და შედეგები კომენტარებში!

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია