დაღლილობის ერთადერთი მიზეზი. ის, რაც ძილის შესახებ არ გეცოდინებათ
რამდენი ხანი უნდა ვიძინოთ?ამ კითხვას, რომ ვუპასუხოთ ჯერ პენსილვანიის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის შედეგებს გავეცნოთ. მეცნიერები აკვირდებოდნენ 48 ჯანმრთელ ქალს და კაცს, რომლებსაც დღეში 7-8 საათი ეძინათ. შემდეგ კი 4 ჯგუფად გაანაწილეს. პირველი ჯგუფი მოხალისეებს – 3 დღე-ღამე ზედიზედ არ ეძინათ; მეორე ჯგუფის წევრებს – 24 საათში მხოლოდ 4 საათი ეძინათ; მესამე ჯგუფს – 24 საათში 6 საათი ეძინა; მეოთხე ჯგუფის წევრებს კი – 24 საათში 8 საათი ეძინათ.
აი რა მოხდა: ის, ვისაც 8 საათი ეძინა თავს კარგად გრძნობდა, ისე როგორც ექსპერიმენტის დაწყებამდე. ვისაც 4-6 საათი ეძინა მასთან კოგნიტური შესაძლებლობების შემცირება დაფიქსირდა. საგულისხმოა, რომ 4 და 6 საათიან ჯგუფებს შორის საგრძნობი განსხვავება არ ყოფილა. თუ ორი კვირის განმავლობაში 24 საათში 6 საათი გძინავთ ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობები სუსტდება.

როგორ ვიძინოთ სწორად?
არსებობს ძილის ორტი ტიპი: პასიური ფაზა (ღრმა ძილი) – სხეული მოდუნებულია. აქტიური ფაზა (ფხიზელი ძილი) – ადამიანი ამ დროს სიზმრებს ხედავს. ასეთ დროს დილით გონება უკეთ მუშაობს, ღრმა ძილის შემდეგ კი უმრავლესობას გამოფხიზლება უჭირს. ღრმა ძილი სხეულისთვისაა კარგი, ფხიზელი ძილი კი – გონებისთვის.

ძილი ასაკობრივი ცვლილების დროს
ჰარვარდის მედიცინის სკოლის მონაცემებით რაც უფრო გვემატება ასაკი დაძინება მით უფრო გვიჭირს. კვლევის შედეგით დგინდება, რომ 80 წლის ადამიანის ღრმა ძილი 20 წლის ასაკთან შედარებით 62%-ით მცირდება.

როგორ მოვიქცეთ თუ კარგად ვერ გამოვიძინებთ?
ჰარვარდის მედიცინის სკოლის ინფორმაციით ასეთ შემთხვევაში დღე უნდა დაიძინოთ, თუნდაც 20-30 წუთით. ეს გონებისთვის სრულიად საკმარისია.

რამდენიმე რეკომენდაცია იმისათვის, რომ კარგად იძინოთ:
მოერიდეთ კოფეინს – თუ უძილობა გაწუხებთ დღეში ერთ ჭიქაზე მეტ ყავას ნუ მიირთმევთ.
გადაეჩვიეთ მოწევას – თამბაქო მშვიდ ძილს ხელს უშლის, ამიტომ გადაეჩვით მოწევას.
საძინებელი – საძინებელში დიდი დროის გატარება, ტელევიზორის ყურება – ეს დიდი შეცდომაა, ამიტომ გირჩევთ ტელევიზორი, კომპიუტერი, პლანშეტი გაიტანოთ ოთახიდან.
ტემპერატურა – ადამაინების უმრავლესობა ყველაზე კარგად 18-21 გრადუსში იძინებს.
ხმა – ყველაზე იდელაური სიჩუმეა. ეცადეთ, რომ ოთახში არაფრის ხმა არ ისმოდეს.
სინათლე – კომპიუტერის, ტელევიზორის და ტელეფონის სინათლე ხელს შეგიშლით, გირჩევთ ოთახში მსგავსი რამ ან ნათურა არ ანათებდეს.
ძილის დეფიციტი, მითუმეტეს თუ ეს ქრონიკულად გრძელდება შრომისუნარიანობას გართმევთ და განწყობა გიფუჭდებათ. იძინეთ რაც შეიძლება მეტი და თავს ყოველ დღე ბევრად უკეთ იგრძნობთ.

Facebook კომენტარები