როგორ გავაუმჯობესოთ ლიმფური სისტემის ფუნქციონირება? ეს ძალიან მნიშვნელოვანია
ვარჯიშის არარსებობამ, იოდის უკმარისობამ, საჭმლის მომნელებელმა დაავადებებმა ან დისბალანსმა შეიძლება ხელი შეუწყოს ლიმფურ სისტემiს არასწორ ფუნქციონირებას და გამოიწვიოს ჯანმრთელობის პრობლემები. ლიმფური სისტემა შედგება ლიმფური კვანძებისგან, სისხლძარღვებისგან, ელენთისა და თიმუსის ჯირკვლისგან. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენს ორგანიზმში ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში და სითხეების, ცხიმებისა და ტოქსიკური ნარჩენების ათვისებაში. ლიმფური სისტემის გაწმენდის მრავალი გზა არსებობს, რაც აუმჯობესებს კანის ჯანმრთელობას, ართრიტის, ცელულიტის პრევენციას, ქოლესტერინის წინააღმდეგ ბრძოლას, საჭმლის მონელების დარღვევას და იმუნიტეტის ამაღლებას.

ჩვენ წარმოგიდგენთ მათგან რამოდენიმე საშუალებას.

ფიზიკური დატვირთვა-რეგულარული ვარჯიში, ლიმფური სისტემის სტაბილიზაციის საუკეთესო გზაა. ნებისმიერი ვარჯიში სასარგებლოა ლიმფური ნაკადის სტიმულირებისთვის. მოძრაობის დროს კუნთები მოქმედებენ ლიმფურ სისტემაზე, რაც აუმჯობესებს ლიმფის ტრანზიტს სხეულში.

კვება-ჯანსაღი და სწორი დიეტის შედეგად, სხეული ინახავს ნაკლებ ტოქსინებს და ხელს უწყობს საკვები ნივთიერებების დაშლას, რაც ამცირებს ლიმფური სისტემის ჩაკეტვის შანსებს. შეეცადეთ მიირთვათ რაც შეიძლება მეტი ორგანული საკვები, რათა თავიდან აიცილოთ პესტიციდებისა და სხვა ქიმიკატების შეღწევა ორგანიზმში. ეს საკვებია: ხილი, განსაკუთრებით მოცვი, მათში შემავალი ანტიოქსიდანტების გამო, ხელს უწყობს ლიმფურ სისტემას, ნაწლავებს და თირკმელებს მავნე ტოქსინების მოცილებაში; ბოსტნეული, განსაკუთრებით ფოთლოვანი მწვანილი, დიდი რაოდენობით ქლოროფილის გამო, ეფექტურად ასუფთავებს თქვენს სხეულს მავნე ნივთიერებებისგან და ამცირებს ქოლესტერინს; ნიგოზი; ნუში; სელის ან ჩიას თესლი; ავოკადო. ეს საკვები ორგანიზმს უზრუნველყოფს მნიშვნელოვანი ვიტამინებით, მინერალებით, ანტიოქსიდანტებით, ცხიმოვანი მჟავებით და სხვა სასარგებლო ფიტოელემენტებით. ისინი ხელს უწყობენ ორგანიზმში ლიმფის ტრანზიტს და ასუფთავებენ მას მავნე ქიმიკატებისგან.

წყლის საკმარისი რაოდენობით დალევა-თქვენს სხეულს სჭირდება საკმარისი რაოდენობით წყალი, რომ დატენიანდეს და ლიმფურმა სისტემამ გამართულად იმუშაოს. შეეცადეთ დღეში 6-8 ჭიქა წყალი დალიოთ.

ღრმა სუნთქვა-ღრმა სუნთქვის ვარჯიშები ასტიმულირებს ლიმფის ნაკადს, აწვდის უჯრედებს ჟანგბადს და ხელს უშლის ტოქსინების დაგროვებას.
”ქიმიაზე” უარი-მოერიდეთ კოსმეტიკურ საშუალებებს, რომლებიც უამრავ ქიმიკატს შეიცავს. კანის მოვლის უმეტესობა (ლოსიონები, კბილის პასტები, მზისგან დამცავი საშუალებები, დეოდორანტები და ა.შ.) შეიცავს საეჭვო ქიმიკატების დიდ რაოდენობას. შეარჩიეთ კოსმეტიკური საშუალებები, რომლებიც შეიცავს ბუნებრივ და ორგანულ ინგრედიენტებს ან სცადეთ მათი დამზადება სახლში.

თავისუფალი ტანსაცმელი-მჭიდრო ტანსაცმელი ანელებს ლიმფის ნაკადს და შეიძლება გამოიწვიოს ლიმფური არხების გადაკეტვა. ამიტომ, უპირატესობა მიანიჭეთ თავისუფალ ტანსაცმელს. თუ ამ მარტივ რჩევებს გაითვალისწინებთ, თქვენი ლიმფური სისტემა გაცილებით ეფექტურად იმუშავებს და ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა და სხეულის გამძლეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

Facebook კომენტარები