როგორ ვუმკურნალოთ ფარისებრ ჯირკვალს სახლის პირობებში? ამაში ფეიხოა დაგეხმარებათ

ფარისებრი ჯირკვალი არის ენდოკრინული სისტემის ერთ-ერთი ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზმში სხვადასხვა პროცესების კონტროლსა და რეგულირებას სპეციალური ნივთიერებების (ჰორმონების) დახმარებით. ჩვეულებრივ, ეს არის პატარა (50 გ-მდე) ორგანო, რომელიც მდებარეობს ხორხის ორივე მხარეს, მისი ფარისებრი ხრტილის ქვემოთ.
ფარისებრი ჯირკვლის მცირე დარღვევების შემთხვევაშიც კი, ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი გაუარესება აღინიშნება. ეს გავლენას ახდენს სხეულის თითქმის ყველა მეტაბოლურ პროცესზე და “აწარმოებს” რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვან ჰორმონს – კალციოტონინს, ტრიიოდთირონინს და თიროქსინს, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენს საჭმლის მომნელებელი და გულსისხლძარღვთა სისტემის მუშაობაზე.

როგორ ვუმკურნალოთ ფარისებრ ჯირკვალს სახლის პირობებში?
იმისთვის, რომ ფარისებრი ჯირკვალი არ გაღიზიანდეს, საჭიროა საკმარისი რაოდენობის იოდის მიღება. ამის ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი და გამოსადეფი პროდუქტი ფეიხოაა. ის დიდი რაოდენობით შეიცავს იოდს. ფეიხოას რბილობიც და კანიც ძალიან სასარგებლოა, რადგან ის შეიცავს ფენოლურ ნაერთებს, როგორიცაა კატექინები და ლეიკოანთოციანები, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომლებიც ძლიერი ანტიოქსიდანტებია, რომლებიც ხელს უწყობენ კიბოს პროფილაქტიკას.
თუ ფარისებრი ჯირკვლები გაწუხებთ, ამისათვის ჩვენ გთავაზობთ სამ არაჩვეულებრივ რეცეპტს. გაეცანით მას და თქვენთვის სასურველი რეცეპტი გამოიყენეთ.

რეცეპტი 1
1 კგ შაქარი და 1 კგ ფეიხოა გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, გადაიტანეთ ქილაში და გააჩერეთ. მის მომზადებას დასჭირდება რამოდენიმე დღე,, ამისთვის შაქარი მთლიანად უნდა გადნეს და ფეიხოამ წვენი უნდა გამოიღოს. მიიღეთ ეს ნარევი 1 ს.კ. დილით და საღამოს 10 დღის განმავლობაში, შემდეგ კი შეისვენეთ 10 დღე.

რეცეპტი 2
შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი რეცეპტი: დაასხით 1 ჭიქა კაკლის ტიხრებს 0,5 ლიტრი არაყი და გააჩერეთ 10 დღე.დროის გასვლის შემდეგ დალიეთ 1 ჩაის კოვზი დილით ჭამის წინ 10 დღის განმავლობაში,ამის შემდეგ 10 დღე შეისვენეთ. კარგი იქნება 1 თვე – ფეიხოა გამოიყენოთ, ​​მეორე თვე – ტიხრები.

რეცეპტი 3
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების შემთხვევაში, 2-3 კვირის განმავლობაში, საჭიროა დღეში 250-300 გრ ახალი ხილის მიღება 2-3 ჯერ. ზამთარში შეგფიძლიათ დალიოთ გამომშრალი ხილის ინფუზია (2-4 სუფრის კოვზ ხილს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი, თერმოსში გადაიტანეთდა გააჩერეთ მთელი დღის განმავლობაში). დალიეთ მეორე დღეს 1/2 ჭიქა 30 წუთის განმავლობაში. ჭამის წინ დღეში 3-ჯერ.
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დროს არ დაგავიწყდეთ ენდოკრინოლოგის მიერ დაკვირვება !!!

Facebook კომენტარები