9 ტიპის ტკივილი, რომელიც არ უნდა მოითმინოთ! ამ ფაქტებს შეუძლიათ თქვენი სიცოცხლის გადარჩენა!

არსებობენ ადამიანები, რომლებიც ტკივილს იტანენ და არ სჭირდებათ რაიმე გამაყუჩებელის მიღება. ასევე არსებობენ ისეთებიც, ვისაც სულ მცირე ტკივილის ატანაც კი არ შეუძლიათ და მაშინვე ტკივილის გაყუჩების სხვადასხვა გზებს მიმართავენ. დღეს ჩვენ გვინდა გაგაცნოთ ადამიანის სხეულის ის უბნები, რომლლის ტკივილის მოთმენა არ შეიძლება.
ეს დიაგრამა გვიჩვენებს სხეულის სხვადასხვა უბანს, სადაც შეიძლება განიცადოთ ქრონიკული ან მწვავე ტკივილი. გააგრძელეთ კითხვა, რომ გაიგოთ თუ რაზე მიუთითებს ის!

1. გული.
თუ თქვენ გაქვთ გულის პრობლემები, შეიძლება გქონდეთ გულმკერდისა და გულის ტკივილი. ამასთან, მარცხენა მკლავში ან ზურგის არეში ტკივილმა შეიძლება გულის პრობლემებიც მიუთითოს. აი რას ფიქრობს ამის შესახებ მიჩიგანის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლა. გულის ტკივილი ხშირად სხეულის ზედა ნაწილებში ვლინდება. ეს გამოწვეულია იმით, რომ გული აგზავნის ნერვულ სიგნალებს ზურგის ტვინის ნერვების მეშვეობით. თუ მარცხენა მკლავი ხშირად გტკივათ, ეს შესაძლოა მოსალოდნელი გულის შეტევის ნიშანი იყოს.

2. ფილტვები და დიაფრაგმა.
ფილტვების ან დიაფრაგმის პრობლემებმა შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი ამ ადგილებში. თუ ისინი გტკივათ, თქვენი ფილტვები შეიძლება ძალიან ბინძური იყოს და დროა მის დასუფთავებაზე იზრუნოთ. თერაპევტი პოლ ინგრამი წერს, რომ ”ფილტვებისა და დიაფრაგმის დაავადებებმა შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები კისრის კუნთებსა და სხეულის სხვა ზედა ნაწილებში. და კიდევ ერთი რამ: სასუნთქი სისტემის ნებისმიერი პრობლემა სერიოზულად უნდა იქნას მიღებული და საჭიროა დაუყოვნებლივი ვიზიტი ექიმთან.

3. ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი.
ღვიძლის ან ნაღვლის ბუშტის პრობლემებმა შეიძლება ასევე გამოიწვიოს ტკივილი კისრის ან მხრის ზედა არეებში, ასევე სხეულის მარჯვენა მხარეს.
ამერიკის მასაჟის თერაპიის ასოციაცია აღნიშნავს: თუ სხეულის ამ ნაწილებში რეგულარულად გაქვთ ტკივილი, მიმართეთ ექიმს.

4. კუჭი და პანკრეასი.
სხეულის ამ ნაწილების ტკივილი მიუთითებს სხეულის საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებზე. მწვავე პანკრეატიტით დაავადებულთა დაახლოებით 50% ასევე განიცდის მწვავე ტკივილს ზურგის არეში. ზოგადად, ეს ტკივილი ძალზე მნიშვნელოვანია. თუ ის გაწუხებთ, ეწვიეთ ექიმს. ასეთ ტკივილისთვის უბრალო ტკივილის შემამსუბუქებელი არ გამოგადგებათ.

5. მსხვილი ნაწლავი.
აპენდიციტი და მსხვილი ნაწლავის პრობლემები ხშირად აისახება მუცლის ამ სპეციფიკურ ადგილებში. მარჯვენა ელიოკის ფოსოში ტკივილი აპენდიციტის პირველი ნიშანია. ვინაიდან ორივე ეს პრობლემა ძალზე საშიშია და შეიძლება სიკვდილამდეც კი მიიყვანოს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ ამ ადგილებში მწვავე ან ქრონიკული ტკივილი განიცდით.

6. თირკმელები.
თირკმლის პრობლემები შეიძლება გამოვლინდეს, როგორც ტკივილი, რომელიც გავლენას ახდენს სხეულის ფართო ნაწილებზე. განსაკუთრებით მტკივნეული შეიძლება იყოს ზურგის ქვედა ნაწილში, მუცლის არეში და მენჯის არეში. თუ ამ ადგილებში მწვავე დისკომფორტი გაქვთ, მიმართეთ ექიმს. თირკმლის პრობლემები სერიოზულია.

7. შარდის ბუშტი
შარდის ბუშტის პრობლემები ხშირად ვლინდება ტკივილის ქვედა მენჯის არეში. როგორც წინა მხრიდან, ისე უკნიდან. ამ ორგანოს ნებისმიერ ინფექციას შეუძლია ძლიერი ტკივილი გამოიწვიოს წელის არეში. არსებობს მთელი რიგი სერიოზული პრობლემები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს არაჯანსაღი შარდის ბუშტი. თუ სხეულის მითითებულ მიდამოში ტკივილს თან ახლავს შარდვის პრობლემები, აუცილებლად მიმართეთ ექიმს!

8. საკვერცხეები.
საკვერცხის პრობლემები მუცლის ორივე მხარეს ტკივილს იწვევს. საკვერცხის ცისტებმა შეიძლება გამოიწვიოს მწვავე ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში. საკვერცხის კიბო სიცოცხლისთვის საშიშია. ამიტომ, მუცლის ღრმა მწვავე ტკივილი მოითხოვს დაუყოვნებლივ ექიმთან მისვლას. მით უმეტეს, თუ ამ ტკივილებს თან ახლავს სისხლიანი გამონადენი!

Facebook კომენტარები