რომელი დაავადებების სამკურნალოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ კაკლის ტიხრები? გამოსადეგი ინფორმაციაა
როგორც სპეციალისტთა დაკვირვებებმა აჩვენა, სხეულში იოდის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს მრავალი დაავადების განვითარების პროვოცირება, მათ შორის ფარისებრი ჯირკვლის დარღვევები, მასტოპათია, მიომა და პროსტატის ადენომა. ხშირად, იოდის დეფიციტი იქცევა ზოგად სისუსტეში. ასეთ დროს თუ ხალხურ მედიცინას მიმართავთ კაკლის ტიხრები დაგეხმარებათ მასთან ბრძოლაში. იგი კარგი საშუალება ორგანიზმში იოდის დეფიციტის შესავსებად.
იოდის ნაკლებობა ჩვეულებრივი მოვლენაა ხანდაზმულ ადამიანებში, ორსულებსა და მეძუძურ ქალებში, ასევე მათში, ვინც კომპიუტერის მონიტორის წინ დიდ დროს ატარებს.
გაქვთ თუ არა იოდის ნაკლებობა სულ მარტივად შეგიძლიათ გაიგოთ. ამისთვის საკმარისია ძილის წინ მკლავზე დაიტანოთ იოდში დასველებული რამდენიმე ბამბის დისკი. თუ დილით ძნელად იპოვით (ან საერთოდ ვერ პოულობთ) იოდის კვალს, პრობლემა აშკარაა. ამ სიტუაციაში, კაკლის ტიხრების სამკურნალო თვისებები გამოდგება.
მის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ: ½ ჭიქა კაკლის ტიხრები და 2 ჭიქა წყალი
ქვაბში ჩაყარეთ კაკლის ტიხრები და ზედ დაასხხით 2 ჭიქა ცივი წყალი. დადგით გაზქურაზე ქვაბი და ნარევი მიიყვანეთ ადუღებამდე. ამის შემდეგ დაუწიეთ გაზს და ისე ადუღეთ 10 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ გადმდგით ქვაბი ცეცხლიდან და გაწურეთ ნახარში. მიღებული სითხე დალიეთ ყველდღე დღეში 3-ჯერ ერთი ყლუპი. ამ ბულიონის მიღების ხანგრძლივობა 1-დან 4 კვირამდეა. შედეგი საფეხური არის კეთილდღეობის გაუმჯობესება, ფსიქიკური წონასწორობის აღდგენა, მეტაბოლიზმის ნორმალიზაცია და ა.შ.
გარდა იოდის გაზრდისა, ტიხრები ხელს შეუწყობს კონიუნქტივიტის წარმატებით მოცილებას.
ამისათვის დაფქვით კაკლის ტიხრები ყავის საფქვავით. მიღებული ფხვნილიდან აიღეთ ნახევარი ჭიქა ჩაყარეთ ქვაბში და დაასხით 1,5 ჭიქა ცივი წყალი და ადუღებამდე მიიყვანეთ ნელ ცეცხლზე 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ გაწურეთ. შედეგად, მიიღებთ დაახლოებით ½ ჭიქა მუქ ყავისფერ სითხეს. მასში დაასველეთ ბამბის ტამპონები და რამდენიმე წუთის განმავლობაში დაიდეთ ქუთუთოებზე ერთი კვირის განმავლობაში.
ხალხური მედიცინა გირჩევთ გამოიყენოთ კაკლის ტიხრები პროსტატის ადენომის, პროსტატიტის, საკვერცხის ცისტების სამკურნალოდ.
ამისთვის 2 სუფრის კოვზი ტიხარი ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით მდუღარე წყალი(1,5 ჭიქა) და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 20 წუთის განმავლობაში. გააჩერეთ ერთი საათით. მიღებული სითხე დალიეთ დღეში სამჯერ.
ამასობაში, კაკლის ტიხრების ალკოჰოლური ნაყენი განსაკუთრებით პოპულარულია უმეტეს დაავადებათა სამკურნალოდ.
ფარისებრი ჯირკვლის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, სახსრებისა და ჰიპერტენზიის დაავადებების დროს რეკომენდებულია ნახევარი ლიტრიანი ბოთლში ჩაყაროთ ⅓ ბთლი ტიხარი, ზემოდან დაასხით არყი, იმდენი რომ ბოთლი მთლიანად შეავსოთ. გააჩერეთ 2-3 კვირის განმავლობაში. დროის გასვლის შემდეგ მიიღეთ 1 ს.კ. ჭამის წინ.
კაკლის ტიხრები გეხმარებათ ისეთი სერიოზული დაავადების მკურნალობაში, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი.
მასთან საბრძოლველად, 2 ს.კ. ტიხრებს დაასხით არაყი ისე რომ იგი მთლიანად ფარავდეს ტიხრებს. გააჩერეთ ერთი კვირის განმავლობაში გრილ ადგილას. დროის გასვლის შემდეგ მიიღეთ ნაყენი 5-6 წვეთი ყოველდღიურად, გააზავეთ ორი სუფრის კოვზ წყალში. მკურნალობის კურსი შეიძლება გაგრძელდეს სამი კვირიდან სამ თვემდე. სისხლში შაქრის ტესტი საშუალებას გაძლევთ გააკონტროლოთ მისი ეფექტურობა.