ექვსი ნატურალური გზა შესიებული კიდურების სამკურნალოდ – მარტივზე მარტივი მეთოდებიჩვენს სამყაროში, მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს უწევს მჯდომარე სამუშაოზე მუშაობა. ეს ყოველივე გარკვეულ პრობლემას უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. ასეთ დროს ქვედა კიდურები სივდება, რაც დიდ დისკომფორტს გვიქმნის.
ფეხებისა შეშუპება არის პრობლემა, რომელიც შემდეგი მიზეზების გამო ხდება:
მრავალი საათის გასეირნება ან დგომა, ფეხსაცმელი, რომლებიც არ არის სწორი ზომის ან ფორმის, ორსულობა, არაჯანსაღი ცხოვრების წესი, ჭარბი წონა და სიმსუქნე, ფეხების ღრმა ვენის თრომბოზი, ცელულიტი (საუბარია კანქვეშა ცხიმის მწვავე ანთებაზე და არა ამავე სახელწოდების კოსმეტოლოგიურ პრობლემაზე), ფეხების ვენური უკმარისობა.
მანამ, სანამ, ექიმთან მივალთ და გადავამოწმებთ, რამდენად სერიოზული პრობლემისკენ მივყავართ ამ ყველაფერს, არსებობს უამრავი ნატურალური მეთოდი, რომელიც უშველის შესიებულ კიდურებს, გამოწვეულს რა , მგზავრობისგან, დიდხნიანი ჯდომისაგან და ფეხმძიმობისგანაც კი. შეამოწმეთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული მეთოდები, რათა ოდნავი შვება მაინც იგრძნოთ. გაგაცნობთ რამოდენიმე მარტივ ხერხს.
დაალაგეთ ფეხები ამაღლებულ ადგილას
ყოველდღე, 30 წუთის განმავლობაში ამ პოზაში ყოფნა, დაგეხმარებათ, თქვენი ორგანიზმი გათავისუფლდეს ზედმეტი სითხისაგან, რომელიც შესაძლოა, იწვევდეს შესიებას.
დალიეთ ბევრი წყალიბევრი სითხის მიღება შველის უამრავ ავადმყოფობას და გამონაკლისი არც შესიებული კიდურებია. ეცადეთ დალიოთ დღის განმავლობაში რაც შეიძლება ბევრი წყალი, დაახლოებით 2 ლიტრამდე(რა თქმა უნდა წყლის რაოდენობის მიღება დამოკიდებულია ადამიანის წონაზე).
ჩაყავით ფეხები მარილში
ეს ძალიან მალე გააუმჯობესებს თქვენი ფეხების მდგომარეობას. ჩაყავით შეშუპებული ფეხები მარილში და დაისვენეთ.
მიიღეთ მაგნიუმი
მაგნიუმი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ ხშირად, მას ყურადღება არ ექცევა. ის მნიშნველოვანია გულის ჯანმრთელობისათვის, იმუნური სისტემისათვის და აცხრობს ანთბის პროცესსაც. მას შეიცავს მარცვლეული, ლობიო, თხილეული, კვერცხი, იოგურტი, საშუალოდ ცხიმიანი რძე, მუქი ფოთლოვანი ბოსტნეული, თევზი, მჭლე ხორცი და შინაური ფრინველის ხორცი.
მიიღეთ ვაშლის ძმარი
მას შეუძლია, შეიწოვოს სითხე, შესაბამისად, ამსუბუქებს ტკივილს და როდესაც მას კანზე ისვამთ, გათავისუფლებთ ზედმეტი სითხისაგან, რომელიც თქვენს ორგანიზმში არსებობს.
ივარჯიშეთ
საუკეთესო მეთოდი, რომლითაც ხელს შეუშლის თქვენს ორგანიზმში სითხის დაგროვებას, არის ვარჯიში და მოძრაობა, რათა სისხლი არ შედედდეს. ამ შემთხვევაში, ცურვა განსაკუთრებით კარგია, მაგრამ იოგა, ცხენით ჯირითი და ფეხით სიარულიც ძალიან კარგი საშუალებებია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. უბრალოდ, არ ისხდეთ ძალიან დიდ ხანს.
გიცდიათ რომელიმე ხერხი აქედან? მოგვწერეთ, როგორ შეიმსუბუეთ კიდურების ტკივილი. გისურვებთ ჯანმრთელობას.