გაიწმინდეთ თავის ტვინის სისხლძარღვები ამ ნაცადი და ძალიან ეფექტური მეთოდებით
თავის ტვინის სისხლძარღვების გაწმენდა – ძალიან მნიშვნელოვანი პროცედურაა, რომელიც განგკურნავთ ან თავიდან აგაცილებთ რიგ დაავადებებს, ოსტეოქონდროზსა და ათეროსკლეროზს.
ქვემოთ ჩამოთვლილი პროცედურების რეგულარულად ჩატარების შემთხვევაში, თქვენ გათავისუფლდებით თავში სიმძიმისგან, ტკივილებისგან, გაგიუმჯობესდებათ მეხსიერება და გუნება-განწყობილება.გთავაზობთ თავის ტვინის სისხლძარღვების გაწმენდის 5 რეცეპტს:

პირველი მეთოდი: თაფლი და ნიგოზი
5 ცალი ნიგოზი დაჭერით წვრილად და შეურიეთ ერთ სუფრის კოვზ თაფლს, დაუმატეთ მწიკვი დაფქული დარიჩინი და ჯანჯაფილი, კარგად აურიეთ და შედგით ერთი დღე მიღებული მასა მაცივარში. მეორე დღიდან მიიღეთ თითო სუფრის კოვზი ელექსირი დღეში სამჯერ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

მე-2 მეთოდი: ხახვის წვენი და თაფლი
გამოწურეთ ერთი მესამედი ჭიქა ხახვის წვენი, შეურიეთ ის ერთ ჭიქა ნატურალურ თაფლს და მიიღეთ თითო ჩაის კოვზი ელექსირი დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. ეს ელექსირი არა მხოლოდ სისხლძარღვებს წმენდს, არამედ იმუნიტეტსაც ამაღლებს.

მე-3 მეთოდი: ნატურალური წვენები
ყოველდღიურად სადილამდე და ვახშმამდე ნახევარი საათით ადრე მიიღეთ ნახევარი ჭიქა ბროწეულის წვენი (შეანაცვლეთ ვაშლისა და სტაფილოს წვენები) – თუკი მაღაზიაში შეძენილ წვენს მიანიჭებთ უპირატესობას, ყურადღება მიაქციეთ, რომ ის მაქსიმალურად ნატურალური იყოს. რა თქმა უნდა, უმჯობესია, თავად გამოწუროთ ხილი და ბოსტნეული.

მე-4 მეთოდი: ბირკავას ნაყენი
დაასხით ერთ მუჭა (დაახლოებით 10 გრ) ხმელ ბირკავას ფესვს (იყიდება მწვანე აფთიაქებში) ადუღებული წყალი და გააჩერეთ 8-10 საათის განმავლობაში, რის შემდეგაც გადაწურეთ და გააგრილეთ. მიღებული ნაყენი უნდა მიიღოთ 4-4 სუფრის კოვზი საუზმემდე ნახევარი საათით ადრე. მკურნალობის კურსი – ერთი თვეა.

მე-5 მეთოდი: სასარგებლო პროდუქტები
ორგანიზმის მთლიანად გასაკაჟებლად კი საუკეთესოა საუზმემდე ნახევარი საათით ადრე მიიღოთ ერთი მანდარინი, ერთი მუჭა ქიშმიში და 4-5 ცალი ნიგოზი, 15-20 წუთის შემდეგ კი დააყოლოთ ერთ ჩაის კოვზ თაფლში შერეული ნახევარი ჩაის კოვზი ლიმონის წვენი ან უბრალოდ, შეჭამოთ ერთი ნაჭერი ლიმონი. აქედან 15-20 წუთში კი მიირთვათ საუზმე.

Facebook კომენტარები