რძე და ნიორი-ეფექტური კომბინაცია რადიკულიტთან საბრძოლველად! გაიგეთ მეტი…

რადიკულიტი ზურგის და წელის მიდამოების ძლიერი ტკივილია, მალათაშუა დისკები, რომლებიც ამორტიზატორის როლს ასრულებს, კარგავს მოქნილობას და გამძლეობას, ფიზიკური დატვირთვისას დისკთან ერთად გადაინაცვლებს ხერხემლის არხში არსებულ მალათაშორის სივრცეში, აწვება იქ გამავალ ზურგის ტვინის ფესვებს და იწვევს ტკივილს.

რადიკულიტის (საჯდომის ნერვის ანთება) მკურნალობის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა პირობების ან დაავადებების აღმოფხვრა, რომლებიც ზურგის ტვინის ფესვებს შეკუმშავს წელის ხერხემლის ან საჯდომის ნერვის ცალკეული განყოფილებების დონეზე.

თუ ეს პრობლემა გაწუხებთ და არ გაქვთ საშუალება იყიდოთ ძვირადღირებული წამლები მის მოსარჩენად, ჩვენ გთავაზობთ ხალხურ საშუალებას რომელიც სწორედ ასეთი პრობლემებისთვისაა შექმნილი. ამ აუტანელი ტკივილისა და დამღლელი მოუქნელობისგან გათავისუფლება თავად შეგიძლიათ, მეიდკამენტებისა და ექიმების გარეშე!

ჩვენ გთავაზობთ ეფექტურ მეთოდს, რომლის გამოყენებით შეძლებთ რადიკულიტის დამარცხებას! მის მოსამზადებლად მხოლოდ ორი ინგრედიენტია საჭირო, რომლებიც ალბათ ყველა დიასახლისის სამზარეულოში მოიპოვება. ეს ინგრედიენტებია ნიორი და რძე.

და როგორ მოვამზადოთ?

ამის გაკეთება ძალიან ადვილია. თავდაპირველად უნდა მოიმარაგოთ 4 კბილი ნიორი და 20 მლ/გ რძე, შემდეგ კი შეუდგეთ გაკეთების პროცესს. გაასუფთავეთ ნიორი კანისგან, გარეცხეთ და გაამშრალეთ. ამის შემდეგ დაჭერით ძალიან წვრილად ან დანაწეთ. ამის შემდეგ რძე მოათავსეთ პატარა ქვაბში და შეათბეთ საშუალო ტემპერატურამდე, ამის შემდეგ მას დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი. მიიყვანეთ ადუღებამდე და ბოლოს დაუმათეთ თაფლი (ეს თუ თქვენ ტკბილის მირთმევა გნებავთ, თქვენს გემოვნურ თვისებებზეა დამოკიდებული). ამის შემდეგ გადმოდგით ქვაბი გაზქურიდან და დაელოდეთ მის შეგრილებას. დალიეთ მიღებული საშუალება 2 ყლუპი ყოველ დღე.

კიდევ რისთვისაა კარგი ნიორისა და რძის ნარევის მიღება?

სასარგებლო კომპონენტების წყალობით, ნიორი სასარგებლო გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე.მათ ნარევს შეუძლია : იმუნიტეტის გაუმჯობესება და ანთების პრევენცია. ღვიძლის გაწმენდა და ნორმალიზება. ქოლესტერინის დონის დაქვეითება (ქოლესტერინის მაღალი დონე აფერხებს ორგანოების ფუნქციონირებას, რაც იწვევს გულსისხლძარღვთა სისტემის გაუმართაობას). შფოთვითი მდგომარეობის მოცილება. უძილობის აღმოფხვრა. ამცირებს ართრიტის ტკივილს. იმპოტენციის მკურნალობა.

გოგირდი, რომელსაც შეიცავს ნიორი, ხელს უწყობს ორგანიზმის საერთო დეტოქსიკაციას. ნარევის მოხმარების ერთადერთი აშკარა მინუსი არის ნიორით უსიამოვნო სუნი, რომლის აღმოფხვრაც ძნელია.

უკუჩვენებები

მიუხედავად იმისა, რომ სასმელს აქვს მრავალი სასარგებლო თვისება, ის უკუნაჩვენებია იმ ადამიანებისთვის, ვისაც აწუხებს: თირკმლის სხვადასხვა დაავადებები. შაქრიანი დიაბეტი. პანკრეატიტი. არითმია. ქოლელითიაზი. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა დაავადება. ცუდი სისხლის შედედება. სასმელი ასევე არ არის რეკომენდებული ზოგიერთ მედიკამენტთან ერთად და უკუნაჩვენებია იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქვს ლაქტოზას აუტანლობა და მეძუძური დედები.

Facebook კომენტარები