როგორ უნდა მოვიქცეთ როდესაც სურდო და ხველება გვაწუხებს? ეს მარტივი ხერხები დაგეხმარებათ მათთან გამკლავებაში
ცხვირის ცემინება, ხველება და შეწითლებული თვალები გრიპის ერთგული თანამგზავრია, ეს გრიპოზული ინფექციაა და არა გრიპო.
ინფლუენცუსსა და გრიპოზულ ინფექციას ხშირად ერთმანეთში ურევენ. გრიპს იწვევს მხოლოდ გრიპის ცირუსი, რომელიც ხშირად გადადის ეპიდემიაში. რსც შეეხება გაციებასთან დაკავშირებულ დაავადებებს, მათ იწვევს ვირუსების დიდი რაოდენობა. გაციებაა თუ გრიპი, მაშინვე ნუ მიმართავთ ქიმიურ პრეპარატებს. ისარგებლეთ ბევრჯერ ნაცადი, შინაური საშუალებებით, რომლებზეც ქვემოთ გვექნება ლაპარაკი.
- პირველ სტადიაში, რომელიც ძირითად შემთხვევაში ძლიერი სურდოთი ვლინდება, საკმარისია ფეხები თბილ (უფრო ცხელ) წყალშ ჩააწყოთ რათა შეაჩეროთ დაავადების განვითარება. შემდეგ სწრაფად გადაივლეთ ცივი წყალი და მაშინვე ლოგინში ჩაწექით.
გაციების დროს აუცილებელია ყოველდღიურად მიიღოთ 250-500 გრ C ვიტამინით მდიდარი საკვები, განსაკუთრებით წვენები და ხილი (ციტრუსები, ასკილის ჩაი), რომლებიც ორგანიზმის დამცავ ფუნქციას აუმჯობესებენ. აფთიაქში შეგიძლიათ შეიძინოთ C ვიტამინის შემცველი პრეპარატები.
-ცხვირიდან გამონადენის დროს, ლორწოვანი გარსის გაღიზიანებისას საუკეთესოა გვირილის ორთქლის აბაზანების მიღება. აიღეთ ერთი მუჭა გვირილა (ასეთ დროს გამხმარიც გამოდგება) , დაასხით 250 მლ/ლ მდუღარე წყალი, დააცადეთ დაიწმინდოს. შემდეგ თავი მიიტანეთ წყლის ზედაპირზე და ისუნთქეთ ორთქლი.
-ხველებისა და სურდოს დროს კარგია ევკალიპტის ფოთლისა და ბაღის პიტნის ინჰალაცია. ერთ ლიტრა წყალზე საკმარისია სამი-ოთხი წვეთი ნაყენი.
ცხვირის ლორწოვან გარსში სისხლის სწორ მიმოქცევას ხელს უწყობს ცხელი აბაზანები. აბაზანა გაიკეთეთ შემდეგნაერად: ჩააწყვეთ ხელები 35 გრადუსიან წყალში. შემდეგ 10 წუთის განმავლობაში წყლის ჩამატებით ტემპერატურა აიყვანეთ 42 გრადუსამდე.
-ხველების დროს მკერდი და ზურგი დაიზილეთ ეთერნარევი ზეთებით, სწრაფათ წაიკარით თბილი თავსაფარი და ჩაწექით ლოგინში. ხველებისგან სრულიად განიკურნებით, თუ ძილის წინ ყლუპებით დალევთ ფენჰოლის ცხელ რძიან ჩაის. თუ ძლიერი სურდო გჭრთ, გირჩევთ ყოველ ორ-სამ საათში ერთხელ მიიღოთ თითო სუფრის კოვზი თაფლი არეული ხახვთან ერთად. ხახვი შეიცავს მდოგვის ზეთს, რომელიც დაჭრის დროს გამოიყოფა და როგორც ანტიბიოტიკი ისე მოქმედებს.
-ბალახეულის ჩაი ნამდვილ საოცრებას ახდენს: იწევს ოფლიანობას, ოფლთან ერთად ორგანიზმიდან გამოდის დაავადების გამღვიძებლები და მათი ცვლის პროდუქტები. ამავე დროს ჩაი ორგანიზმის მიერ დაკარგულ სითხეს ავსებს. ჩაის ნარევი უნდა შეიცავდეს ისეთ ბალახებს, რომელთაც გააჩნიათ ანთების საწინააღმდეგო, სიცხის დამწევი, ხველების შემარბილებელი და ორგანიზმის დამცავი ფუნქციის გამაძლიერებელლი თვისებები.
გთავაზობთ ბალახების ჩაის რეცეპტს:- აიღეთ 25 გრ ტირიფის ყვავილი, 10 გრ ასკილი, 5 გრ გვირილა, 10 გრ დედა და დედინაცვალი, 20 გრ მრავალძარღვა. ეს ყველაფერი ერთმანეთში აურიეთ. ნარევიჩაყარეთ ჭიქაში, დაასხით მდუღარე წყალი, დაელოდეთ დაახლოებით 10 წუთი და დაატკბეთ თაფლით. მიიღეთ ეს ჩაი დღეში სამჯერ.