6 კატეგორიის ადამიანი ვისთვისაც კურკუმას მიღება არ შეიძლება. თუ თქვენ მათ შორის ხართ უარი უნდა თქვათ მის მიღებაზე

ალბათ ბევრი გსმენიათ კურკუმას სასარგებლო თვისებების შესახებ. იგი ბევრ კერძში გამოიყენება როგორც სანელებელი და კარგი ფერის მიმცემი საშალება. გარდა ამისა ხალხურ მედიცინაშიც ხშირად შეხვდებით მასზე დაყრდნობით დამზადებულ საშუალებებს სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ.
მიუხედავად მისი ასეთი სარგებელისა, იგი შეიძლება იყოს ტოქსიკური სხვადასხვა დაავადების მქონე ადამიანებისთვის. კურკუმა არ იწვევს მნიშვნელოვან გვერდით მოვლენებს, თუმცა მაინც არიან ისეთებიც, რომლებიც კურკუმასთან ერთად კერძების მიღების შემდეგ განიცდიან გულისრევას, თავბრუსხვევას, დიარეას და კუჭის პრობლემებს. კურკუმინის შავ პილპილთან კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის ცვლილებები.

საჭმლის მონელების დარღვევის მქონე ადამიანები. ვისაც საჭმლის მონელების პრობლემები აწუხებს უნდა მოერიდოს კურკუმას მიღებას, რადგან ამან შეიძლება გაზარდოს კუჭის მჟავა.

ნაღვლის ბუშტის პრობლემების მქონე ადამიანები. კურკუმას შეუძლია მხოლოდ გააუარესოს ნაღვლის ბუშტის პრობლემები, ამიტომ ამ სანელებელს უნდა მოერიდოთ, თუ გაქვთ ნაღვლის ბუშტის ობსტრუქცია ან კენჭები.

დიაბეტით დაავადებული ადამიანები. კურკუმას აქვს სისხლში შაქრის დონის შემცირების უნარი, მაგრამ ის მაინც უნდა მოიხმაროს უკიდურესად მცირე დოზით თუ დიაბეტით ხართ დაავადებული.

ორსული და მეძუძური ქალები. კურკუმის ჩაი ან ამ სანელებლით მომზადებული გემრიელი კერძები საკმაოდ საშიშია ორსული ქალებისთვის. გახსოვდეთ, კურკუმას შეუძლია საშვილოსნოს სტიმულირება, დიდი რაოდენობით კი შეიძლება გამოიწვიოს უფრო ძლიერი სისხლისდენა (მენსტრუალური პროცესი).

ადამიანები, რომლებიც ემზადებიან ოპერაციისთვის. ადამიანები, რომლებიც აპირებენ ოპერაციის გაკეთებას, უნდა შეაჩერონ კურკუმას მიღება ოპერაციამდე 2 კვირით ადრე. კურკუმა გავლენას ახდენს სისხლის შედედებაზე და ამან შეიძლება გამოიწვიოს დამატებითი სისხლდენა ოპერაციის დროს და მის შემდეგ.

ადამიანები, რომლებსაც აქვთ თირკმლებში ქვები. კურკუმას დიდი რაოდენობით მოხმარება იწვევს თირკმელებში კენჭების წარმოქმნას. ეს სუნელი შეიცავს ხსნად ოქსალატებს, რომლებსაც შეუძლიათ კალციუმის შეკავშირება. შედეგი არის უხსნადი კალციუმის ოქსალატი, რომელიც პასუხისმგებელია თირკმელების ქვების თითქმის 75% -ზე. თირკმელებში ქვებისადმი მიდრეკილმა ადამიანებმა უნდა მოერიდონ კურკუმას ან შეზღუდეთ მათი საკვები ოქსილატის მიღება დღეში 50 მგ-ზე ნაკლებ ოდენობამდე.

Facebook კომენტარები