გააძლიერეთ ძვლები და გაათავისუფლეთ სახსრები ტკივილისგან ამ ბუნებრივი სასმელის საშუალებით

ძვლები და სახსრები პასუხისმგებელნი არიან ჩვენი სხეულის შენარჩუნებაზე, ისინი დაკავშირებულია და ამით უზრუნველყოფს ჩვენს მობილობას. პერიოდულად დაძაბულობა და ტკივილი ძალზე გავრცელებული პრობლემაა, ყველაზე ხშირად ეს ასოცირდება ანთებით პროცესებთან. სახსრების ტკივილი შეიძლება გაჩნდეს მათი ცვეთის გამო, ეს ძირითადად ხდება ასაკოვან ხალხში. მაგრამ იგი შეიძლება ახალგაზრდებსაც დაემართოთ რაიმე დაზიანების ან დაავადების გამო. რაც არ უნდა იყოს მიზეზი, ასაკი, დაავადება თუ დაზიანება, იგი მნიშვნელოვნად ამცირებს ადამიანის ცხოვრების ხარისხს, რადგან ეს ზღუდავს მის მობილობას და, შედეგად, იგი ვერ უმკლავდება ყველა თავის მოვალეობას ჩვეული რიტმით.

საბედნიეროდ ბუნებაში არსებობს მცენარეები, რომელთა ნარევიც უმკლავდება ძვლებთან და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს. მისი ინგრედიენტების წყალობით, ეს ხელს შეუწყობს თქვენი ძვლების გაძლიერებას და ტკივილის განმუხტვას.
ნუშის რძისგან, სტაფილოსგან და კურკუმასგან დამზადებული ბუნებრივი სასმელია, რომელსაც იყენებენ ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისებების გამო. ეს კოქტეილი მდიდარია ანტიოქსიდანტებით და ნუტრიენტებით. მისი გამოყენება ეხმარება სხეულს ებრძოლოს ანთებასა და ტკივილს, რომელიც ძვლებსა და სახსრებში ხდება. ეს საშუალება მდიდარია კალციუმით, მინერალით, რომელიც ხელს უწყობს ძვლის სრულყოფილი სიმკვრივის შენარჩუნებას. გარდა ამისა, კალიუმის და მაგნიუმის შემცველობის გამო, ის ასევე შესანიშნავია ნატრიუმის ჭარბი შემცირებისთვის. და ნატრიუმმა, როგორც უკვე იცით, შეიძლება გამოიწვიოს მიმდებარე ქსოვილების ანთება.

სტაფილოს სასარგებლო თვისებები
სტაფილოში ნაპოვნი ანტიოქსიდანტები ძალზე მნიშვნელოვანია სხეულის ორგანოების ნაადრევი დაბერების თავიდან ასაცილებლად. მასში შემავალი ბეტა-კაროტინი და C და E ვიტამინები ხელს უწყობენ იოგების და მყესების ჯანმრთელობას, რაც ხელს უშლის სახსრების გაუარესებას.

კურკუმას სარგებელი ჩვენი ძვლებისთვის
კურკუმა არის ბუნებრივი სუნელი, რომელიც ყველაზე ხშირად გამოიყენება თავის ტკივილისა და სახსრების პრობლემების სამკურნალოდ. ეს განპირობებულია აქტიური ნივთიერების კურკუმინის სიძლიერით . იგი მოქმედებს როგორც ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური საშუალება. კურკუმას რეგულარული მოხმარება იცავს ძვლებს ტოქსინებით გამოწვეული ცვეთისაგან. სხვათა შორის, ის ასევე ქმნის დამცავ ბარიერს თავისუფალი რადიკალების ნეგატიური ეფექტისგან.

ნუშის რძის სარგებელი
ნუშის რძე არის მცენარეული სასმელი, რომელიც რეკომენდებულია, როგორც ბუნებრივი ალტერნატივა ლაქტოზას აუტანლობით. იგი შეიცავს კალციუმს, ვიტამინ E- ს და ომეგა -3 ცხიმოვან მჟავებს, რაც ხელს შეუწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას და ანთების შემცირებას.
რაოდენ სასარგებლოა ეს სამი ნივთიერება ცალ-ცალკე. ეხლა წარმოიდგინეთ როგორი სასარგებლო იქნება მათი ნაზავი. მოდით გავეცნოთ მის მომზადებას.

როგორ მოვამზადოთ ეს ბუნებრივი სასმელი?
ამ ბუნებრივი სასმელის მომზადება ძალიან მარტივია. ამისთვის თქვენ დაგჭირდებათ შემდეგი სახის ინგრედიენტები.
1 ჭიქა (230 მლ) ნუშის რძე, 1 ჩაის კოვზი (5 გრ) კურკუმის ფხვნილი, 3 ცალი საშუალო ზომის სტაფილო, 1 ჩაის კოვზი (5 გრ) კოჭა (ეს თქვენ გემოვნურ თვისებებზეა დამოკიდებული), 1 სუფრის კოვზი (25 გრ) ნატურალური თაფლი (ესეც სურვილისამებრ შეგიძლიათ გამოიყენოთ)

მომზადება და გამოყენება
თავდაპირველად გაასუფთავეთ სტაფილო კანისგან, გარეცხეთ და დაჭერით ისეთ ზომებად, რომ ბლენდერმა შეძლოს მისი დამუშავება. ამის შემდეგ ბლენდერში მოათავსეთ სტაფილო, დაუმატეთ ნუშის რძე, კურკუმა და კოჭა. დააბლენდერეთ ისე, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი გლუვი მასა. მიღებულ ნარევს დაუმატეთ თაფლი. ამოურიეთ კარგად, რომ თაფლმა შეძლოს ბოლომდე გახსნა. მიღებული მასა გაყავით ორ ტოლ ნაწილად. ერთი ნაწილი მიიღეთ კვირის დასაწყისში, მეორე ნაწილი კვირის ბოლოს.
როგორც ხედავთ, ამ ბუნებრივი სასმელის მოსამზადებლად ძალიან მარტივია. ჩვენ გირჩევთ მოამზადოთ და მიირთვათ იგი რეგულარულად ჯანმრთელობის მაქსიმალური სარგებლის მისაღებად.

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია