ეს მცენარე მოგირჩენთ ეგზემასა და კანის ჩირქოვან დაავადებებს. საინტერესოა

ადამიანები უძველესი დროიდან მცენარეებს იყენებენ სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ, მათი ძალიან ძლიერი თვისებების გამო. მცენარეების ცოდნით შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ და/ან განკურნოთ თითქმის ნებისმიერი დაავადება. ბუნება ადამიანს აძლევს ამ “საჩუქრებს” გამოსაყენებლად. იმისათვის, რომ გამოიყენოთ ისინი, უნდა იცოდეთ რა რა არის და რისთვის გამოიყენება.
დღეს გვინდა თავშავას შესახებ მოგიყვეთ ცოტა რამ.

ჩვეულებრივი თავშავა მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. იზრდება 30-დან 90 სანტიმეტრამდე სიმაღლის. აქვს მოიისგრო-ვარდისფერი (იშვიათად თეთრი) ყვავილი. ეს მცენარე სასიამოვნო სურნელს აფრქვევს, ამიტომ მისი მოძებნა ყნოსვითაც შეიძლება. თავშავა მდელოების, გორაკების, ტყის შემოგარენისა და ჩვეულებრივი სავალი გზების ნაპირებზე ხარობს, მაგრამ დაიმახსოვრეთ, არავითარ შემთხვევაში არ დაკრიფოთ საავტომობილო გზების გასწვრივ.

როგორ მოვამზადოთ მცენარე სამკურნალოდ გამოსაყენებლად?
სამკურნალოდ მცენარის მიწისზედა ნაწილი გამოიყენება, მისი მოკრეფა შეგიძლიათ მაშინ, როდესაც იგი 20-30 სმ-ს მიაღწევს. თავშავა მცირე კონებად შეკარით, თოკზე დაჰკიდეთ და ასე გააშრეთ. შრობის დროს მოარიდეთ ორპირ ქარსა და მზის პირდაპირ სხივებს. გამომშრალი თავშავა უმჯობესია დაფხვნათ და თავდახურული შუშის ქილით ბნელ, მშრალ ადგილას შეინახოთ. ასეთ მდგომარეობაში იგი სამ წლამდე გაძლებს.
თავშავას ბალახი 1,2%-მდეეთერზეთებს შეიცავს, რომელთა შემადგენლობაშც არის არომატული ფენოლები, ჰერანილაცეტატი, თავისუფალი სპირტები, ფლავონოიდები, ასკორბინას მჟავა.
მცენარეს დამამშვიდებელი და კანკალის საწინააღმდეგო ეფექტი აქვს, აძლიერებს საჭმლის მომნელებელი და ბრონქული ჯირკვლების სეკრეციას, ნაწლავთა პერისტალტიკას, ამაღლებს მათ ტონუსს. მას იყენებენ უძილობის, ნევროზების, თავის ტკივილის, მეტეორიზმის, მადის დაქვეითების (ან გაქრობის), და ქოლეცისტიტის დროს.
თავშავას ბალახის ნაყენი, ოფლმდენი, ამოსახველებელი და ანტიმიკრობული ეფექტის გამო, გამოიყენება ზედა სასუნთქი გზების მწვავე პათოლოგიების, მწვავე ქრონიკული ფარინგიტის, სტომატიტისა და გინგივიტის დროს სავლებ საშუალებად და საინჰალაციოდ. მცენარის საფენები შველის ქავანა დერმატოზებს, ეგზემას და კანის ჩირქოვან დაავადებებს.

როგორ მოვამზადოთ თავშავას ნაყენი?
თავშავას ნაყენის მოსამზადებლად აიღეთ 10 გრამი (2 ს/კ) თავშავა, დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ. ნაყენი მიიღეთ თბილი, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე.

Facebook კომენტარები