ფეიხოა და თაფლი ფარისებრ ჯირკვალის სამკურნალოდ
ფეიხოა და თაფლი გამოირევა თავისი სასარგებლო შემადგენლობით. ფეიხოასა და თაფლის კომბინაცია ძალიან კარგი საშუალებაა ფარისებრი ჯირკვლისა და გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, ლარინგიტის, ტონზილიტის, ნერვული სისტემის მაღალი აგზნებადობის, აგრეთვე ამ დაავადებების პროფილაქტიკისთვის.
როგორც ყველასთვის ცნობილია ფეიხოა შეიცავს დიდი რაოდენობით იოდს. ამის გამო მას იოდის საბადოსაც კი უწოდებენ. სწორედ იოდი არის ის ნივთიერება, რომელიც ადამიანის ორგანიზმისა და ბიოველის თავდაცვის უნარის შენარჩუნებაში გვეხმარება. იოდის უკმარისობა უკიდურესად უარყოფით გავლენას ახდენს ჩვენს მთელ სხეულზე. ფრჩხილებიდან დაწყებული თმებით დამთავრებული. იოდის უკმარისობის გამო, ბავშვები ჩამორჩებიან ზრდას, მათი ინტელექტუალური განვითარება უარესია. იოდის გარდა, ფეიხოა შეიცავს ვიტამინებს C, B, P, მთრიმლავ ნივთიერებებს, პექტინს და სხვა ძვირფას ნივთიერებებს, ხოლო ფეიხოაში C ვიტამინის შემცველობა არ ჩამოუვარდება ლიმონს.
რაც შეეხება ფეიხოას და თაფლის კომბინაციას, მისი მომზადება ძალიან მარტივია.
აიღეთ ორივე ინგრედიენტი თანაბარი პროპორციით(ანუ 1: 1). ფეიხოა გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, გატარებული მასა გადაიტანეთ თასში და დაუმატეთ თაფლი. კარგად აურიეთ, შემდეგ გადაიტანეთ მინის ჭურჭელში, დახურეთ სახურავი და მოათავსეთ მაცივარში. მიიღეთ 1 ჩ.კ. დღეში 3-ჯერ.
Kop.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. kop.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.
kop.ge -ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.