როგორ გაუმკლავდეთ შეშუპებას სხეულში სითხის შეკავების გამო?! ძალიან სასარგებლო ინფორმაცია
ხომ არ გქონიათ შემთხვევა, რომ გაიღვიძეთ, სასწორზე დადექით და ხვდებით, რომ ღამის განმავლობაში რამდენიმე კილოგრამით დამძიმდით? სხეულის წონის ასეთი დიდი სხვაობის ყველაზე სავარაუდო მიზეზი არის სითხის შეკავება სხეულში.ეს ყველაზე ხშირად გვხვდება ორსულ ქალებში, ადამიანებში, ვინც გარკვეულ მედიკამენტებს იღებს და არააქტიურ პაციენტებში. სითხის შეკავებას იწვევს შეშუპება და წონის მომატება. საბედნიეროდ, ექიმებმა დიდი ხანია იციან, რა იწვევს სითხის შეკავებას და მათ შეუძლიათ რამდენიმე რჩევა მოგცეთ, თუ როგორ უნდა მოაგვაროთ ეს პრობლემა სწრაფად და მარტივად.

მიზეზი: ძალიან ბევრი ნატრიუმი. მარილით მდიდარი საკვების მიღება სითხის შეკავების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია, განსაკუთრებით მაშინ, თუ არ სვამთ საკმარის წყალს, რომ მარილი ორგანიზმიდან გამოდევნოთ. როდესაც ძალიან ბევრ მარილს მოიხმართ, თქვენი სხეული იწყებს წყლის შენარჩუნებას, რათა შეინარჩუნოს ბუნებრივი წონასწორობა.

გამოსავალი: მიირთვით ნაკლებად დამუშავებული საკვები. უმარტივესი გამოსავალია დამუშავებული საკვების ბუნებრივი საკვებით ჩანაცვლება. მაკარონი, სუპები და ბოსტნეულის კონსერვებიც კი შეიცავს მნიშვნელოვან რაოდენობას ნატრიუმს. ამის ნაცვლად აირჩიეთ ახალი ან გაყინული ბოსტნეული და მარილის დაბალი შემცველობით სუპები და სოუსები. გარდა ამისა, შეეცადეთ შეცვალოთ ტრადიციული სუფრის მარილი ზღვის მარილით ან ჰიმალაის მარილით, რომელიც, როგორც ცნობილია, ხელს უწყობს სითხის შეკავებას.

ასევე მიზეზია: გაუწყლოება. სხეულსაც სჭირდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რაღაცეები. როდესაც ცოტა წყალს სვამთ, იგი იწყებს მის დაგროვებას, ცდილობს შეინარჩუნოს საკმარისი მოცულობა გადარჩენისთვის.

გამოსავალი: დალიეთ მეტი წყალი. სხეულის სწორი ფუნქციონირებისთვის დღეში მინიმუმ 8 ჭიქა (240 მლ) წყალი დალიეთ. თუ გიჭირთ საკუთარ თავს აიძულოთ დამატებით ჭიქა წყალი დალიოთ, შეეცადეთ დიეტას მეტი ხილი და ბოსტნეული დაუმატოთ, რომ ეს პრობლემა ნაწილობრივ გადაიჭრას..

მესამე მნიშვნელოვანი მიზეზი: მაგნიუმის უკმარისობაა. წყლის შეკავება შეიძლება იყოს ორგანიზმში მაგნიუმის ნაკლებობის ნიშანი. თქვენი სხეული იყენებს მაგნიუმს თითქმის ყველა პროცესში. როდესაც ის აკლია, სხეულს არ შეუძლია გამართულად ფუნქციონირება და ინარჩუნებს წყალს. გამოსავალი: მიირთვით მაგნიუმის შემცველი საკვები. თქვენს რაციონში დაამატეთ საკვები, როგორიცაა ავოკადო, თხილი, მთელი მარცვლეული, ისპანახი, იოგურტი და მუქი მწვანილი.

სითხის შეკავებამ შეიძლება მიუთითოს იმაზე, რომ თქვენ ასევე გჭირდებათ ცხოვრების სტილის შეცვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, არა მხოლოდ წონის მომატება შეგაწუხებთ, არამედ ძილის ხარისხიც, შესაბამისად ენერგიის საერთო დონეც. მიირთვით ბევრი ხილი და ბოსტნეული და დალიეთ ბევრი წყალი, რომ თქვენს ორგანიზმს შეეძლოს გამართული ფუნქციონირება, და არ მოგიწიოთ ჭარბი წყლის შეკავება.

Facebook კომენტარები