ძველი გერმანული რეცეპტი სისხლძარღვების გასუფთავებისთვის! ამის ცდა ნამდვილად ღირს
დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ ძველ გერმანულ რეცეპტს, რომელიც ეფექტურად გაწმენდს თქვენს სისხლძარღვებს და ხელს შეუშლის კალციფიკაციას. ამ რეცეპტის ყველა ინგრედიენტი მოახდენს უკიდურესად დადებით გავლენას თქვენს ჯანმრთელობაზე, რადგან ყველა მათგანი ბუნებრივია და არ შეიცავს გამაღიზიანებელ ფაქტორებს.

ამ სასმელის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ შემდეგი სახის ინგრედიენტები:
კოჭას ფესვის 1 პატარა ნაჭერი, 4 ცალი ლიმონი, 4 დიდი კბილი ნიორი და 2 ლიტრი წყალი.

როგორ უნდა მოვამზადოთ ეს სასწაული სასმელი?
ამისთვის პირველი რაც უნდა გააკეთოთ ეს არის გაასუფთავოთ ყველა ინგრედიენტი და გარეცხოთ. ამის შემდეგ ლიმონი და კოჭა დაჭერით პატარა ზომის ნაჭრებად და ჩაყარეთ ბლენდერში. დააბლენდერეთ ისე, რომ მიიღოთ ფაფის მსგავსი მასა. ამის შემდეგ გასუფთავებული ნიორი დაამატეთ ბლენდერში მიღებულ ფაფას და ისიც დააბლენდერეთ. როდესაც მიიღებთ ერთგვაროვან მასას, გადმოასხით თასში. დაამატეთ წყალი და დადგით დაბალ ცეცხლზე. მიიყვანეთ ადუღებამდე, მაგრამ არ აადუღოთ. ამის შემდეგ გადმოდგით ნარევი ცეცხლიდან და დაელოდეთ მის გაცივებას. როდესაც კარგად გაცივდება წვრილი ცხრილის ან სუფთა ნაჭერის დახმარებით გადაწურეთ. ამის შემდეგ მიღებული სითხე გადაასხით მინის ქილაში და დააფარეთ თავსახური. უმჯობესია ამ სითხის შენახვა მაცივარში, თავდახურულ მდგომარეობაში.

მიღება და დოზირება:
თქვენს მიერ მომზადებული ნარევი მიიღეთ ყოველ დილით ჭამამდე მინიმუმ 2 საათით ადრე. დალევის წინ კარგად შეანჯღრიეთ ბოთლი. განაგრძეთ ნარევის გამოყენება სამი კვირის განმავლობაში. შემდეგ შეისვენეთ ერთი კვირა. საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ კვლავ გაიმეოროთ მკურნალობა.
შენიშვნა: ნივრის სუნთან დაკავშირებით – არ ინერვიულოთ, რადგან იგი განეიტრალდება მომზადების პროცესში.

Kop.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. kop.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

kop.ge -ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

Facebook კომენტარები