რა უნდა გააკეთოთ, თუ ფეხები შეგიშუპდათ?

როდესაც ფეხების კუნთოვანი ქსოვილის უჯრედებში და უჯრედშორის სივრცეში სითხე გროვდება, ხდება შეშუპება. როგორც წესი, შეშუპება ლოკალიზებულია ძირითადად ფეხის მიდამოში და შეიძლება იყოს ჯანმრთელი სხეულის ნორმალური რეაქცია ზედმეტ დატვირთვებზე, ან გარკვეული დაავადებების გამოვლინება, მაგალითად, ვარიკოზული ვენები. რა უნდა გააკეთოთ, თუ ფეხები შეგიშუპდათ?

ფეხები შეიძლება შეგიშუპდეთ:
-თუ დიდი რაოდენობით მიირთმევთ მარილიან და დამუშავებულ საკვებს. ასევე ორსულობის დროსაც შესაძლებელია ფეხების შეშუპება. გარდა ამისა თუ დიდი ხნით გიწევთ ფეხზე დგომა სამსახურეობრივი მოვალეობებისა თუ სხვა მიზეზების გამო, თქვენ იმყოფებით ფეხების შეშუპების რისკის ქვეშ. ასევე შეიძლება რომელიმე მედიკამენტის მიღებამ გამოიწვია გვერდითი მოვლენა, რის გამოც მოხდა ფეხების შეშუპება.

იმისთვის, რომ ასეთ პრობლემას გაუმკლავდეთ სახლის პირობებში უნდა გაგაცნოთ ყველაზე ეფექტური საშუალება ორგანიზმიდან სითხის გამოდევნისა. ალბათ ვისაც გამოუყენებია ეს საშუალება მის ეფექტურობაში ნამდვილად დამეთანხმება. (მაგრამ თუ ფეხების შეშუპება არის ქრონიკული აუცილებლად უნდა ეწვიოთ ექიმს, რადგან ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს გულის უკმარისობასთან ან ღვიძლის და/ან თირკმლის პრობლემებთან.). ეს არის მწვანილი, რომელიც ძალიან დაგეხმარებათ ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოდევნაში.

და როგორ უნდა მოვამზადოთ ეს საშუალება?
ამისათვის აიღეთ ოხრახუშის რამოდენიმე ღერო. გარეცხეთ და წვრილად დაჭერით. დაჭრილი ოხრახუშიდან აიღეთ 4 სუფრის კოვზი და ჩაყარეთ წინასწარ გამზადებულ 1 ლიტრ მდუღარე წყალში. დაელოდეთ 5 წუთი. შემდეგ კი გამორთეთ გაზქურა. მიღებული ნარევი გადაწურეთ და დარჩენილი სითხე მიიღეთ მთელი დღის განმავლობაში. გაიმეორეთ ეს ორიცედურა რამოდენიმე დღე და შედეგი მალე შესამჩნევი გახდება.
გისურვებთ ჯამრთელობას!

Kop.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. kop.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

kop.ge -ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

Facebook კომენტარები