მიიღეთ ეს ნაყენი ათეროსკლეროზის დროს 1 კვირის განმავლობაში. შედეგი ნამდვილად ეფექტურია

ჭინჭარი მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლით 60-70 სმ, აქვს სწორი, ოთხკუთხა ღერო, რომელიც არ იტოტება და ოვალური, კიდედაკბილული ფოთლები. იზრდება ადრე გაზაფხულზე, ივნისის დასაწყისში ყვავის, ხოლო ნაყოფს ივლისში იკეთებს. მედიცინაში იყენებენ მცენარის ფოთლებს.

ფოთლების მოკრეფა შეგიძლიათ ყველგან, გარდა სამანქანო გზების სიახლოვისა. ფოთლები გროვდება მცენარის ყვავილობის ფაზაში. შემდეგ დააწყობენ ერთ ფენად ჩრდილში, ჰაერზე და აშრობენ. მზა ნედლეული არ კარგავს ფერს. მას არ უნდა ერიოს ღეროები, ყვავილები. გაშავებული ან გაწითლებული ფოთლები გადაყარეთ. ნედლეულის შენახვა შეიძლება შუშის ქილაში, ჩრდილში. მზეზე სწრაფად იცვლის ფერს.

ჭინჭრის ფოთლები შეიცავს: C, B2, K ვიტამინებს, ქლოროფილს, რკინას, ჭიანჭველის, პანთოტენის და სხვა ორგანულ მჟავებს.

ჭინჭრის სამკურნალო მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია მასში ვიტამინებისა და რკინის მაღალ შემცველობასთან. K ვიტამინი ასტიმულირებს ღვიძლში პროთრომბინის წარმოქმნას, პროთრომბინი კი, სისხლის შედედებას უზრუნველყოფს. ამიტომ, ჭინჭარს იყენებენ ფარული სისხლდენის დროს: ფილტვიდან, თირკმლიდან, საშვილოსნოდან, ნაწლავებიდან. ჭინჭრის პრეპარატები ზრდის საშვილოსნოს გლუვი კუნთების კუმშვადობას. მათი დანიშვნა მშობიარობის შემდეგ პერიოდში აჩქარებს საშვილოსნოს შეკუმშვას, ამცირებს გამონადენს, აჩქარებს ლორწოვანის აღდგენას და ხელს უწყობს ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებას.

ჭინჭარი გამოიყენება ათეროსკლეროზის, რკინადეფიციტური ანემიის, ქოლეცისტიტის, გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა წყლულის დროს. აგრეთვე მას ადგილობრივად იყენებენ ტროფიკული წყლულების, სებორეის, ეგზემისა და ჭრილობების სამკურნალოდ.

ნაყენი:- 10გ (2 სუფრის კოვზი) ჭინჭარი მოათავსეთ მომინანქრებულ ჯამში, დაასხით 200 მლ/ლ (1 ჭიქა) მდუღარე წყალი, დადგით მდუღარე წყლის ორთქლზე 15 წუთის განმავლობაში. დროის გასვლის შემდეგ გადმოდგით და დაელოდეთ ოდნავ შეგრილებას, რის შემდეგაც შეგიძლიათ გადაწუროთ ნარევი. მიღებული ნარევი შეავსეთ 200 მლ/ლ-მდე მდუღარე წყლით. ნაყენი შეინახეთ გრილად, არა უმეტეს 2 დღისა. მიიღეთ 1/4 ჭიქა ჭამამდე 4-ჯერ დღეში ანემიის, ვიტამინების ნაკლებობის, ათეროსკლეროზის დროს 1 კვირის განმავლობაში.

ყურადღება: – არ შეიძლება ჭინჭრის ნაყენის ხანგრძლივი და  უკონტროლო გამოყენება, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც აქვს მაღალი პროთრომბინი და თირკმელკენჭოვანი დაავადება.

Facebook კომენტარები