რამდენიმე რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ ცელულიტებთან ბრძოლაში.
დიეტის მიმდევრები, რომ არ გასუქდნენ, თავს არიდებენ კარტოფილისა და ბანანის მირთმევას. არადა, სულ ტყუილად! ეს პროდუქტები შეიცავენ კალიუმს, რაც ხელს უშლის შემაერთებელი ქსოვილის ანთებას, ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას და გამოდევნის ორგანიზმიდან ზედმეტ სითხეს. კალიუმი ხელს უწყობს ე.წ. "ფორთოხლის ქერქის" ანუ ცხიმგროვის წარმოქმნას. ასე რომ, გვინდა თუ არა, მცირე რაოდენობით მაინც უნდა მივირთვათ კარტოფილი და ბანანი, მარწყვი, ჟოლო და ბროკოლი.
დიეტოლლოგები გვირჩევენ: იბანავეთ კომპოტში. 100 გ მაყვალს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და აადუღეთ, გააჩერეთ 10 წუთი, დროის გასვლის შემდეგ ამ ნაყენს დაუმატეთ ერთი ჩაის ჭიქა თაფლი და 20 წვეთი ლავანდას ზეთი. მიღებული ნარევი ჩაასხით 37°C-ის წყლით სავსე აბაზანაში და ჩაწექით 15 წუთის განმავლობაში. სასურველია ყოველ საღამოს მიიღოთ ასეთი აბაზანა და პროცედურის შემდეგ წამოწვეთ. ერთი კვირის შემდეგ სასურველი შედეგი გექნებათ.
შეურიეთ ორ მწიკვ აგარ-აგარის (აგარ-აგარი გამოიყენება საკონდიტრო მრეწველობაში მარმელადის დასამზადებლად) ფხვნილს 20 გ ქაფურის ზეთი და ორი კვერცხის გული. კარგად აურიეთ მასა. მიღებული საშუალება წაისვით ბარძაყებსა და დუნდულებზე, გაიჩერეთ 15 წუთი, შემდეგ კი ჩამოიბანეთ ცივი წყლით.
იოგები-ფეხების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ინდოელ იოგებს ცელულიტი არასოდეს აწუხებთ, მაინც გააჩნიათ რეცეპტი მის საწინააღმდეგოდ -იმბირის ჩაი. 2-3 სმ სიგრძის იმბირის ფესვები დაჭერით პატარა რგოლებად, დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, დაუმატეთ პიტნის ფოთოლი და ლიმონის ცედრა. გააჩერეთ 10 წუთი, შემდეგ კი მიირთვით. ეს ნარევი ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის დაჩქარებას და ცხიმის წვას.
სუპერეფექტური ანტიცელულიტური მალამო თავად შეგიძლიათ დაამზადოთ: შეურიეთ 100 მლ/ლ ვაშლის ან ყურძნის ძმარს 30 გ 96%-იანი სპირტი და 10 წვეთი ბეგქონდარას ზეთი. ყოველდღე, ძილის წინ, ენერგიულად დაიზილეთ ამ მალამოთი ცხიმგროვიანი ადგილები ქვევიდან ზევით მიმართულებით.
რამდენიმე რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ ცელულიტებთან ბრძოლაში.
სელის თესლი ამდიდრებს ორგანიზმს ბალასტური ნივთიერებებით, რომლებიც ცხიმს კრავს. რაც შეეხება შვრიის ბურღულს, ის შეიცავს სპილენძს, რომელიც წარმოქმნის კოლაგენს, რაც თავისთავად კანის სიმკვრივის საფუძველია.
მარწყვი მდიდარია კაჟბადის მჟავათი, რომელიც ამაგრებს ქსოვილს. ხოლო ანანასი შეიცავს ბრომელაინს, რომელიც აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და ხელს უწყობს ცხიმის წვას. კომბოსტოს მწნილი ორგანიზმიდან წიდებს გამოდევნის. კამა არეგულირებს ენდოკრინული სისტემის მუშაობას. რაც შეეხება ზღვის კომბოსტოს, იგი არეგულირებდს მარილისა და წყლის ცვლას. არყის ხის წვენი ორგანიზმიდან გამოდევნის ზედმეტ სითხეს. ხოლო ქატო ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას.