უებარი ცაცხვის ყვავილი დაგეხმარებათ ბევრ დაავადებასთან გამკლავებაში

ადამიანების უმეტესობას სჯერა, რომ ყველაზე ძვირფასი რაც ჩვენ გვაქვს არის ჯანმრთელობა. მის გარეშე ყველაფერი დანარჩენს აზრი არ აქვს. ამიტომ, მნიშვნელოვანია მუდმივად მოძებნოთ შესაძლებლობები მისი გასაძლიერებლად. ერთი გზაა სამკურნალო მცენარეების გამოყენება, რომლებიც დედამიწას ავსებს.

ცაცხვის მრავალი სახეობიდან მედიცინაში უპირატესად გულისხმიერი ცაცხვი გამოიყენება. იგი 20-30 მ სიმაღლის უხვად შეფოთლილი ლამაზი ხეა. ცაცხვის ყვავილი  სამკურნალოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ასეთი ყვავილი იმ დროს უნდა შეგროვდეს, როდესაც მათი უმეტესობა გაშლილია. ცაცხვი სულ არც მეტი არც ნაკლები ორი კვირა ყვავის. დაგვიანებით დამზადებისას ყვავილები უკვე დამჭკნარია და ხელით შეხებისას ადვილად სცვივა.

მაკრატლით ფრთხილად შეაჭერით ტოტს ყვავილები და აუცილებლად ჩრდილში გააშრეთ. კარგად გამხმარ ყვავილებს მოყვითალო-მომწვანო ფერი უნდა ჰქონდეს. ქაღალდის პაკეტით შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას. შენახვის წესის დაცვის შემთხვევაში ყვავილი ვარგისია 3 წლის განმავლობაში.

ქიმიური შემადგენლობა- ცაცხვის ყვავილები შეიცავს საპონინებს, ფლავანოიდებს გლიკოზიდებს, C ვიტამინს და კაროტინს, ეთეროვან ზეთს და სხვა ნივთიერებებს.

ფარმაკოლოგიური მოქმედება- ცაცხვის ყვავილებისგან მომზადებული საშუალებები აძლიერებს კუჭის წვენის სეკრეციას, შარდვას აუმჯობესებს ნაღვლის გამოყოფას და მის ჩადინებას თორმეტგოჯა ნაწლავში, აქვს ოფლმდენი თვისება. გარდა ამისა, მსუბუქი ძილის მომგვრელი საშუალებაა, ამცირებს სისხლის სიბლანტეს, აქვს ანტიმიკრობული, ანტიანთებითი მოქმედება.

რა დროს გამოიყენება?- ცაცხვის ყვავილის საშუალებებს იყენებენ სავლებად ანგინის, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებითი სნეულებების, ზემო სასუნთქი გზების რესპირატორული დაავადების დროს. აგრეთვე ყვავილების ნაყენი გამოიყენება, როგორც ოფლმდენი და სიცხის დამწევი საშუალება ბრონქიტის, გაციების, ანგინის დროს, ხოლო როგორც დამამშვიდებელი-მომატებული ნერვული აგზნების დროს. კარგ შედეგს იძლევა ცაცხვის ნაყენი საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციის მსუბუქი დარღვევების, საშარდე სისტემის ანთებითი დაავადებების დროს. ცაცხვის ჩაი უებარია ახალდაწყებული ჰიპერტონიული დაავადების შემთხვევაში.

როგორ დავამზადოთ ნაყენი?-2 სუფრის კოვზი ნედლეული ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ/ლ მდუღარე წყალი, დააფარეთ თავსახური და დადგით მდუღარე წყლის ორთქლზე 15 წთ, შემდეგ შეაგრილეთ 45 წთ, გადაწურეთ, მიღებული ნაყენი  200 მლ-მდე შეავსეთ ანადუღარი წყლით. ნაყენი გააცხელეთ და დალიეთ 1 ჭიქა 2-3-ჯერ დღეში.

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია