რა საშუალებები უნდა მივიღოთ გულ-სისხლძარღვთა დაავადების დროს ზაფხულში?
ზაფხულში იზრდება გულ-სისხლძარღვებით დაავადებულთა რიცხვი. ალბათ კითხვა გაგიჩნდებათ თუ რა ხდება ასეთ დროს?. ექიმების პასუხი ასეთია: ზაფხულში, სიცხის გამო, მკვეთრად მცირდება ჰაერში ჟანგბადის რაოდენობა, რაც ადამიანებში იწვევს რეფლექსურად კანის სისხლძარღვების გაფართოებას, ამავე დროს იზრდება გულისცემის რიტმი, აჩქარებულია სუნთქვა, ეწყებათ ჰაერის უკმარისობა, ხუთვა, თავბრუს ხვევა, რასაც მოსდევს წნევის "თამაში".
და რა უნდა გავაკეთოთ ასეთ დროს?
სიცხის დროს ოფლის სახით ვკარგავთ ძალიან ბევრ სითხეს, ამიტომ უნდა ვსვათ დღე-ღამეში 2 ლიტრამდე წყალი, ხოლო მათ, ვისაც შეშუპება ეწყებათ, 1-1,5 ლიტრი.
სიცხეში ყველაზე მეტად საშიშა გულ-სისხლძარღვებით დაავადებულებისთვის ნაშუადღევი, რადგან სწორედ დღისს ამ მონაკვეთში მკვეთრად მცირდება ჰაერში ჟანგბადის რაოდენობა. ჰიპერტონიკებისთვის არათუ გარუჯვა, არამედ მზეზე დიდხანს ყოფნაც კი არ შეიძლება. ამ დროს შეიძლება ინსულტიც კი დაგემართოთ.
რით დავეხმაროთ გულ-სისხლძარღვებს?
ასეთ დროს უნჯობესია, ზაფხულში გაზიანი სასმელები შეცვალოთ სტაფილოს ან ჭარხლის წვენით. გულით დაავადებულმა ადამიანებმა ყოველ დილას უნდა მიიღონ წყალში გახსნილი ან ხილის სალათში დამატებული 1 სუფრის კოვზი თაფლი. ჰიპერტონიკებმა შეიძლება მიიღონ ყურძნის წვენი ან ელეუთეროკოკის ფესვების ნაყენი.
თუ სიცხისგან თავი გტკივათ ან თავბრუ გეხვევათ, დაიზილეთ ტანი გრილი და არა ყინულივით წყლით. დაიწყეთ დაზელა ფეხებიდან-ქვევიდან ზევით, ხელის თითებიდან-მხრებისკენ და ა.შ. ეს პროცედურა არეგულირებს არტერიულ წნევას და ხსნის დაღლილობას.
უმჯობესია, სიცხეში არ ატაროთ ლითონის სამკაული, განსაკუთრებით-შეკრული (მაგ: ოქროს ძეწკვი), ყველაფერი ეს ხელს უშლის სისხლის მიმოქცევას. განსაკუთრებული ყურადრება ენიჭება ძილის ნორმალურ რეჟიმსა და ფეხით სიარულს.
ჰიპერტონიის დროს სასარგებლოა დილას და საღამოს კონტრასტული შხაპი, ან ვაშლის ძმარგარეული გრილი წყლის ტანზე გადავლება (10 ლიტრი წყალი და 1 ს/კ ვაშლის ძმარი).
ასევე სასარგებლოა ფეხშიშველი სიარული ბალახზე და მიწაზე, მატებს ძალას მწვანე ჩაი, რომელშიც შეგიძლიათ ჩააწვეთოთ ჟენშენის ან ელეუთეროკოკის ნაყენის რამდენიმე წვეთი.