თუ ხშირად გიჩნდებათ ერთი და იმავე პროდუქტის ჭამის სურვილი, შესაძლოა, ეს მასში შემავალი ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების დეფიციტთან იყოს დაკავშირებული

თუ ხშირად გიჩნდებათ ერთი და იმავე პროდუქტის ჭამის სურვილი, შესაძლოა, ეს მასში შემავალი ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების დეფიციტთან იყოს დაკავშირებული. ყური მიუგდეთ კუჭის ძახილს, უარს ნუ ეტყვით მას დაჟინებულ მოთხოვნაზე.

თუ აღმოაჩენთ, რომ ისევ და ისევ გინდებათ ბანანის ჭამა, შესაძლოა, თქვენს ორგანიზმს კალიუმი აკლია. ერთ საშუალო ბანანში ამ ელემენტის 550 მგ შედის. ვინც ორგანიზმიდან კალიუმის გამომტან შარდმდენ საშუალებებს ღებულობს, განსაკუთრებით საჭიროებს ამ ელემენტს. სხვათა შორის ამ პრინციპით შეიძლება ახსნა მოეძებნოს ზოგიერთი ადამიანის სიყვარულს ლუდისადმი. ლუდი ბევრ კალიუმს შეიცავს, თუმცა, ამავე დროს შარდმდენი თვისებებითაც ხასიათდება. ასე იქმნება მანკიერი წრე, რაც ალკოჰოლიზმის მიზეზი შეიძლება გახდეს. ლუდის მორიგი ბოთლის დალევის ნაცვლად უკეთესი იქნება 1 ცალი ბანანი მიირთვათ.

თუ ძალიან გიყვართ ყველი, აუცილებლად გესაჭიროებათ კალციუმი და ფოსფორი. მიირთვით მეტი კომბოსტო, რომელშიც ბევრია ფოსფორი და კალციუმი, მაგრამ ნაკლებკალორიულია ყველთან შედარებით.

არსებობს გამონათქვამი, რომ ერთი ვაშლი დღეში უექიმოდ ცხოვრებაში გეხმარებათ, რადგან ბევრ სასარგებლო ნივთიერებას (მაგნიუმს, კალციუმს, კალიუმს, ფოსფორს..) შეიცავს. გარდა ამისა, ვაშლი ქოლესტერინის დაქვეითების უნარის მქონე ნივთიერების-პექტინის წყაროს წარმოადგენს. თუ ძალიან გიყვართ ცხიმიანი საკვბი, ეცადეთ, მას ვაშლი დააყოლოთ ხოლმე.

თუ კაკალზე გიჟდებით, ე.ი. თქვენ ცილა, B ჯგუფის ვიტამინები და ცხიმები გაკლიათ. აღმოჩნდა, რომ სტრესის მდგომარეობაში მყოფი ადამიანები ბევრ კაკალს ჭამენ, რაც ამ სასარგელო პროდუქტის ანტისტრესულ თვისებებზე მეტყველებს.

ნესვის სიყვარულის მიზეზი მხოლოდ მისი სასიამოვნო გემო როდია. ნესვში ბევრია კალიუმი და B2 ვიტამინი. საშუალო ზომის ნესვი 3400 მგ B6 ვიტამინს შეიცავს. გარდა ამისა ნესვი მდიდარია C ვიტამინით, კალციუმით, მაგნიუმით, ფოსფორით, ბიოტინით, ინოზიტით, ამასთან დაბალკალორიულიცაა.

თუ ზრდასრულ ადამიანს ძალიან უყვარს რძე, სავარაუდოა, რომ მას ესაჭიროება კალციუმის დამატებითი დოზა, აგრეთვე-ისეთი ამინომჟავები, როგორიცაა ტრიპტოფანი, ლიცინი და ლიზინი. ტრიფტოფანს კარგი დამამშვიდებელი ეფექტი აქვს, ამიტომ, რძე ჩვეულებისამებრ ნერვულ ადამიანებს უყვართ, რომლებიც ხშირად არიან სტრესულ სიტუაციაში.

Facebook კომენტარები