ჩვევა, რომლიც აზიანებს თქვენს ღვიძლს. ამის შესახებ უნდა იცოდეთ, რომ შემდეგ გვიან არ იყოს.

უმჯობესია თავიდან აიცილოთ პრობლემა, ვიდრე განიცადოთ სერიოზული დაავადებები და მკურნალობისთვის ბევრი ფული, დრო და ძალისხმევა დახარჯოთ. რა აყენებს ზიანს თქვენს ღვიძლს?

1. მაღალი ქოლესტერინი. ქოლესტერინი არის ცხიმის სახეობა, რომელიც სინთეზირდება ღვიძლთან. სხეული მას ენერგიის წყაროდ იყენებს. ჭარბი ქოლესტერინი, რომელსაც ორგანიზმი არ იყენებს ცუდია ჯანმრთელობისთვის. როდესაც ღვიძლის დატვირთვა აღემატება ნორმალურ დონეს, როდესაც მას უფრო მეტი დამუშავება უწევს ვიდრე საჭიროა, ამან საბოლოოდ შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული დაავადებების განვითარება, მაგალითად, კარგად ცნობილი „ცხიმოვანი ღვიძლის დაავადება“. უფრო მეტიც, ჯანმოს მონაცემებით, ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. უნდა მოერიდოთ ცხიმიან საკვებს.

2. გვიან ადგომა და გვიან დაწოლა. სხეული შექმნილია ისე, რომ ღამით გარკვეულ დროს იგი იწყებს დეტოქსიკაციის პროცესების შესრულებას. ლიმფური სისტემა პირველ რიგში იწყებს თვითწმენდას. სადღაც თორმეტიდან ორ საათამდე, ღვიძლი აქტიურად მუშაობს. ამ პროცესების სწორად შესრულება შესაძლებელია მხოლოდ ღრმა ძილის მდგომარეობაში. თუ თქვენს ორგანიზმში ხშირად არღვევთ ამ ბუნებრივ ციკლებს, უსიამოვნო შედეგებით დასრულდება. შეეცადეთ დაიცვათ რეგულარული განრიგი და მისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა იყოს სრულყოფილი ძილი.

3. როცა ტვალეტში გინდათ შესვლა, მაგრამ დიდხანს ითმენთ. არიან ადამიანები, რომლებიც დილით ჩქარობენ, დრო არ აქვთ სახლში ტუალეტში შესასვლელად, შემდეგ კი სამსახურამდე წინ უნდა გაუძლონ. ეს საშიში ჩვევაა. შარდვის სურვილის შეფერხებამ შეიძლება დააზიანოს არა მხოლოდ თირკმელები, არამედ ღვიძლიც. მოერიდეთ ამას!

4. როცა არ საუზმობთ. გაღვიძებისთანავე გლუკოზის ენერგიის მარაგები ძალიან დაბალია. ეს მდგომარეობა მოქმედებს თქვენს ღვიძლზე და ხელს უშლის მას მიიღოს საკმარისი ენერგია ძირითადი ფუნქციების შესასრულებლად. ასევე ბევრია ადამიანი, ვინც საუზმეს ტოვებს წონის დასაკლებად (დიდი შეცდომა), ან იმის გამო, რომ ჩქარობს და ყურადღებას არ აქცევს ამ კერძის მნიშვნელობას. არ გამოტოვოთ საუზმე, რადგან ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს თქვენს კეთილდღეობასა და ღვიძლის ჯანმრთელობაზე. სხეულს სჭირდება ენერგია დილით, რათა მან სრულად დაიწყოს დღე.

5. ცუდი კვება. ზოგჯერ უსარგებლო საჭმელს მიირთმევთ, რადგან სამსახურის ან სხვა მნიშვნელოვანი საქმეების გამო არ გაქვთ საკმარისი დრო ჯანსაღი კერძების მოსამზადებლად. რა თქმა უნდა, უფრო ადვილია სწრაფი კვების საჭმლის მიღება, რადგან ის არა მხოლოდ კარგი გემო აქვს, არამედ ზოგავს დროს. სააბოლოოდ დარწმუნდებით რომ ამ ჩვევას უარყოფითი შედეგი აქვს. არაჯანსაღი საკვების მიღება აზიანებს ღვიძლს და შეიძლება გამოიწვიოს დაავადება. ღვიძლი ძალიან მგრძნობიარეა ცუდი კვების მიმართ: მასზე ცუდად მოქმედებს მავნე ცხიმის, შაქრის, მარილის კომბინაცია. სწრაფი კვება ხშირად იწვევს ზედმეტ ქოლესტერინს და პრობლემებს, როგორიცაა ღვიძლის ცხიმი.

6. ალკოჰოლის მიღება. საბედნიეროდ, ყველამ იცის ამის შესახებ. ღვიძლისთვის ზიანის მიყენების ჩვევებიდან ყველაზე უარესი ალკოჰოლია. ალკოჰოლი ანადგურებს ღვიძლს და ხელს უშლის მას ძირითადი ფუნქციების სწორად შესრულებაში. ეს იწვევს ორგანოს ქიმიურ დისბალანსს, ღვიძლის უჯრედების განადგურებას და ისეთი პრობლემების წარმოქმნას, როგორიცაა ცხიმოვანი ღვიძლი, ჰეპატიტი, ციროზი და ა.შ. დღეში ერთი ჭიქა ღვინო კარგია, მაგრამ ნუ გადააჭარბებთ!

Facebook კომენტარები