როგორ გამოვდევნოთ ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებები?

თუ თქვენ უკვე გაწუხებთ ალერგია, სტრესი, ხშირი თავის ტკივილი, მაშინ დროა იფიქროთ იმაზე, თუ როგორ უნდა მოიცილოთ ტოქსინები სხეულიდან. მავნე ნივთიერებები დროთა განმავლობაში გროვდება და ხელს უშლის შინაგანი ორგანოების მუშაობას. ამის გამო, ჩვენ უფრო ხშირად ვხდებით ავად, უფრო მეტად ვიღლებით ვიდრე აქამდე. ასეთ დროს აუცილებლად უნდა დავეხმაროთ ჩვენს ორგანიზმს.

მავნე ნივთიერებების მოცილება შეგიძლიათ სხვადასხვა გზით. სასურველია ეს გააკეთოთ შემდეგნაერად: გადახვიდეთ ცხოვრების ჯანსაღ წესზე, დაივიწყოთ მავნე ჩვევები, იმოძრაოთ უფრო მეტი და დალიოთ ბევრი წყალი. ჩვენი სხეულის 70% წყალია, ამიტომ ზუსტად მისი მიღება უნდა იყოს მორგებული საათის მსგავსად. მაგრამ სასმელი წყალი არ უნდა დალიოთ ონკანიდან, არამედ სპეციალური მინერალური წყალი უნდა მიიღოთ, რათა ტოქსინები გამოიდევნოს სხეულიდან. გარდა ამისა არსებობს დეტოქსიკაციის სასმელები, რომლებიც აჩქარებენ ამ პროცესს.

საუკეთესო რეცეპტები დეტოქსიკაციისთვის!

ვაშლი და დარიჩინი. წვრილად დაჭერით ერთი ვაშლი და დაასხით 500 მლ სუფთა წყალი, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი დაფქვილი დარიჩინი, გააცივეთ და დალიეთ მთელი დღის განმავლობაში. ვაშლისა და დაფქული დარიჩინის კომბინაცია დაგეხმარებათ თქვენი მეტაბოლიზმის ნორმალიზებაში და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გასუფთავებაში.

კიტრი და ნიახური. დაჭერით 1 კიტრი და 1 ნიახური, დაუმატეთ 300 მლ წყალი. დალიეთ მთელი დღის განმავლობაში, იდეალურია დატვირთულ დღეებში.

 ლიმონის წვენი და თაფლი. შეურიეთ 2 სუფრის კოვზი ახლად გამოწურული ლიმონის წვენი 200 მლ თბილ წყალს, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი, მწიკვი კოჭა. მიიღეთ უზმოზე, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

ჯანსაღი კოქტეილი. მოამზადეთ ახლად გამოწურული წვენები 1 ფორთოხლის, 1 ლიმონის და 1 სტაფილოსგან, აურიეთ 100 მლ მინერალური წყალი. დალიეთ უზმოზე ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. ეს კოქტეილი შესანიშნავი წამალია დაღლილობისგან და მდიდარია ანტიოქსიდანტებით.

კოჭას ნაყენი. გააცალეთ ჯანჯაფილის ახალი ფესვი მცირე რაოდენობით (3-4 სმ) და წვრილად დაჭერით, დაუმატეთ 1 ლიტრი ცხელი წყალი, ადუღეთ და გააჩერეთ საშუალო ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში, გაწურეთ. გაგრილების შემდეგ დაამატეთ მწიკვი დაფქული დარიჩინი და რამდენიმე სუფრის კოვზი ვარდის სიროფი. მიიღეთ 100-150 მლ დღის განმავლობაში ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. საჭმლის მონელება, მეტაბოლიზმი ნორმალიზებულია, სასმელს ექნება მატონიზირებელი და აღმდგენი ეფექტი.

 ჭარხლის წვენი. მოამზადეთ ახლად გამოწურული წვენი 1 ჭარხლისგან, 2 ვაშლისგან და 4 ნიახურის ღეროსგან, მიიღეთ თითო 1 ს.კ. 2 ჯერ დღეში.

Facebook კომენტარები