ეს “სარეველა” ბევრისთვის ნაცნობია, თუმცა თითქმის არავინ იცის მისი სამედიცინო დანიშნულება! გაიგეთ მეტი მისი სარგებლის შესახებ

ვინც სოფელში ცხოვრობს, ან დაჩაზე უწევს ზაფხულობით ასვლა მათთვის ეს მცენარე ნაცნობი იქნება. იგი ძალიან სწრაფად ვრცელდება. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ ერთი თესლი იძლევა 700 ათასამდე თესლს მცენარეულ სეზონზე!

ამ მცენარის გამოყენება შეგიძლიათ სიცოცხლის ბოლომდე. რადგან მას აქვს უგემრიელესი ფოთლები და თესლი. ცხრა მიკროელემენტი და ცილაც კი. გამოყენებამდე მცენარის თესლს წყალში რამდენიმე საათს ინახავენ და შემდეგ რეცხავენ – ამ გზით სიმწარე გაქრება.
მცენარის მიწისზედა ნაწილები შეიცავს ეთერზეთებს, ვიტამინებს, კაროტინს, ცილებსა და სხვა ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს.
ხალხურ მედიცინაში თეთრი ნაცარქათამა ანგინისა და მუცლის ტკივილის სამკურნალოდ გამოიყენება. გარდა ამისა მისგან ამზადებენ წითელ საღებავს.

სამკურნალოდ და საკვებად იყენებენ მცენარის მიწისზედა ნაწილებს. აქვს ძლიერი საფაღარათე, შარდმდენი და დამამშვიდებელი მოქმედება. დაჩეჩქვილი, ნედლი ფოთლების კომპრესი ანტისეპტიკური თვისებების წყალობით, აცხრობს შხამიანი გველებისა და მწერების კბენით გამოწვეულ შეშუპებებს და აშუშებს დაჩირქებულ, წყლულოვან ჭრილობებს.

ნაცარქათამას თესლისგან დამზადებულ ფაფას წიწიბურას გემო აქვს. ის საოცრად სწრაფად კურნავს კოლიტს. ხუთი-ექვსი დღის განმავლობაში მიიღეთ ნაცარქათამას ფაფა და მალევე გაქრება კუჭის შეკრულობა, ნაღვლის სადინარის დისკინეზია და მუცლის ღრუს ყველა ტკივილი მოგეხსნებათ.

ნაცარქათამას თესლი მოათავსეთ საფქვავში და დაფქვით კარგად. შემდეგ კი შეგიძლიათ დაუმატოთ წვნიანებს და საცხობ ფქვილსაც.

გიცდიათ სუპი ნაცარქათამასთან ერთად?: მისი ფოთლები კარგად გარეცხეთ, დაჭერით და დაამატეთ წვნიანს დაახლოებით ხუთი წუთით ადრე სანამ გამორთავთ გაზქურას. ნაცარქათამას ბულიონს ისეთი არაჩვეულებრივი გემოვნება აქვს დამერწმუნეთ თქვენც გაოცდებით!.

სუპებისა და ჩაის შემცველი ნაცარქათამა მკურნალობს მწვავე ბრონქიტს – თავდაპირველად იგი მტკივნეულ მშრალ ხველს გარდაქმნის პროდუქტიულ სველ ხველებაში და საბოლოოდ სწრაფად ამცირებს ხველას.

ნაცარქათამა ნერვული სისტემის მუშაობის ნორმალიზებას ახდენს. კანკალი პარკინსონით დაავადებულებში ქრება. ისტერია ნორმალურ ფაზაში გადადის, ცრემლდენა და დეპრესია ეფექტურობით იცვლება. მტკივნეულ სახსრებს ჯანმრთელობა უბრუნდება. ნაცარქათამას სამედიცინო მოქმედება ძალიან დიდია.

დიახ ეს სარეველაა! თუმცა როგორც აღმოაჩინეთ სასარგებლო და გემრიელია. მთავარია ვიცოდეთ მისი სწორად მოხმარების წესი.

Facebook კომენტარები