ეს საშუალებები დაგეხმარებათ სისხლძარღვების გაწმენდაში

ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები სისხლძარღვების მეშვეობით გადადის ყველა ორგანოში, მათ შორის თავის ტვინში. სამწუხაროდ, ასაკთან ერთად, სისხლძარღვების ელასტიურობა უარესდება.

მეხსიერების დაქვეითება, ტინიტუსი, თავის ტკივილი, არტერიული წნევა და ქრონიკული დაღლილობა თავის ტვინის მიერ გამოგზავნილ საგანგაშო ზარებს, სისხლძარღვების გაწმენდისა და ათეროსკლეროზის განვითარების პრევენციისგან მოითხოვს. საკვები მავნე ქოლესტერინის მაღალი შემცველობით, დაბინძურებული გარემოთი და მავნე ჩვევებით ამძიმებს ამგვარი დაავადებების განვითარებას, ამიტომ პრევენციის მიზნით რეკომენდებულია ხალხური საშუალებებით სისხლძარღვების გაწმენდა წელიწადში ერთხელ მაინც.

ტრადიციული მედიცინიდან ჩვენ რამდენიმე რეცეპტი ამოვარჩიეთ, გთავაზობთ მათ.

თაფლი + ნიგოზი-დაჭერით 5 ცალი ნიგოზი, დაუმატეთ 1 ს.კ. თაფლი, მწიკვი დარიჩინი და ხმელი კოჭა, კარგად აურიეთ და გააჩერეთ 24 საათის განმავლობაში მაცივარში. მოიხმარეთ პროდუქტი დღეში 3 – ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე მცირე რაოდენობით.

ხახვის წვენი + თაფლი– შეურიეთ1/3 ჭიქა ახლად გამოწურული ხახვის წვენი 1 ჭიქა თაფლს. კარგად აურიეთ და მიიღეთ წამალი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, 1 ჩაის კოვზი. ხახვის და თაფლის ნარევი სისხლძარღვების გაწმენდის გარდა, ამაღლებს იმუნიტეტს და ასევე გაციების პროფილაქტიკის ფუნქციასაც ასრულებს.

ბუნებრივი წვენები- ბროწეულის წვენი განსაკუთრებით კარგია ჩვენი სისხლძარღვების გაწმენდისთვის. ამისათვის უნდა დალიოთ ნახევარი ჭიქა ბროწეულლის, სტაფილოს ან ვაშლის წვენი დღეში ორჯერ საუზმეზე და ლანჩამდე 30 წუთით ადრე.

კოწახურის ინფუზია- ერთი თვის განმავლობაში სასარგებლოა შემდეგი ინფუზიის მიღება ცარიელ კუჭზე. მიიღეთ 1 ს.კ. გამხმარი ბურდოს ფესვები, მოათავსეთ თერმოსში და დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ მთელი ღამის განმავლობაში. დილით დალიეთ 4 ს.კ. ინფუზია, 30 წუთის შემდეგ შეგიძლიათ ისაუზმოთ.
გისურვებთ ჯანმრთელობას.

ანანასი + კაკალი- 3 ცალი კაკლის გული მოათავსეთ ბლენდერში 2-3 ანანასის ნაჭერთან ერთად, დააბლენდერეთ ისე, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. შემდეგ გადმოასხით ნარევი ღრმა თასში და შეინახეთ მაცივარში თავდახურულ მდგომარეობაში. მიღებული წამალი უნდა მიიღოთ დღეში 4-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე. ყოველ 2 დღეში აუცილებელია ნარევის ახალი ნაწილის მომზადება. (დაბლენდერებული მასა უნდა გაანაწილოთ 2 დღის პროპორციაზე-8 ნაწილად. 2 დღის შემდეგ ახალი ნარევი მოამზადეთ)

იყავით ყურადღებიანი და მოუსმინეთ თქვენს სხეულს: მეხსიერების პროგრესული დაქვეითება, თავბრუსხვევა და თავის ტკივილი არის კარგი მიზეზი სპეციალისტთან კონსულტაციაზე დარეგისტრირებისა და საფუძვლიანი გამოკვლევის გასავლელად.

Facebook კომენტარები