როგორ გავწმინდოთ ხილი და ბოსტნეული საშიში პესტიციდებისგან?. ეს ხრიკი ერთ-ერთმა ფერმერმა მასწავლა!

როგორც იქნა დადგა ზაფხული და ათასნაერი ხილი შემოვიდა ბაზარზე. საზამთრო, ნესვი, ატამი, ვაშლატამა, ქლიავი, გარგარი და სხვა კიდევ მრავალი. მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ ყველამ ვიცით, რომ პესტიციდებს იყენებენ ხილისა და ბოსტნეულის კულტივირებისას, რომ ხილი ადვილად მოერიოს მავნებელ მწერებსა თუ დაავადებებს. მაშინაც კი, თუ ბაზარზე ნაცნობი “ბებოსგან” ყიდულობთ ხილს ან ბოსტნეულს, 100% დარწმუნებული არ იქნებით, რომ ბოსტნეული ან ხილი არ შეიცავს საშიშ კანცეროგენებს.

სწორედ ამისათვის გვინდა გასწავლოთ მეთოდი, თუ როგორ გაწმინდოთ ხილი ან ბოსტნეული საშიში პესტიციდებისგან. თუ ეს საკითხი გაინტერესებთ, მაშინ განაგრძეთ კითხვა.

ეს ორი მარტივი ხრიკი დაგეხმარებათ ბოსტნეულის გაწმენდაში.

ბოსტნეულისა და ხილის ძმრით გაწმენდა
ამისათვის თქვენ უნდა გააკეთოთ წყლისა და ძმრის ნარევი 3: 1 თანაფარდობით. ამ ნარევს შეუძლია 98% ბაქტერიების პროდუქტიდან მოცილება.ჩაყარეთ ბოსტნეული და ხილი ამ ნარევში 10-20 წუთის განმავლობაში და შემდეგ კარგად გარეცხეთ წყლით. გარდა ამისა, შეგიძლიათ ეს ნარევი ჩაასხათ სპრეის ბოთლში და შეასხუროთ ბოსტნეულს და ხილს.ამის შემდეგ გააჩერეთ ხილი10 წუთის განმავლობაში და შემდეგ გარეცხეთ წყლით.

ასევე წარმოგიდგენთ სხვა თანაბრად ეფექტურ ნარევებსაც:
1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი, 1 ჭიქა წყალი და 2 სუფრის კოვზი სოდა
1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი, 1 ჭიქა წყალი და 2 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი.
გააკეთეთ ამ ნივთიერებების ნარევი და იგივე მეთოდით გარეცხეთ ხილი.
მაგრამ თუ იცით რომ ძალიან დიდი რაოდენობით შეიცავს ესა თუ ის პროდუქტი მავნე პესტიციდებს, მაშინ ასეთ დროს, როგორც უნდა გარეცხოთ ხილი, ასევე შემდეგ უნდა გააცალოთ კანი, რადგან როგორც ყველასთვის ცნობილია კანი ყველაზე მეტად შეიცავს მავნე ნივთიერებებს. ასე დაიზღვევთ თავს ცუდი ნივთერებების ორგანიზმში მოხვედრას.

თუ მოგეწონათ ჩვენი რეკომენდაციები, გაუზიარეთ თქვენს მეგობრებსაც, რათა უფრო მეტ ადამიანმა შეძლოს შედარებით უსაფრთხო ხილისა და ბოსტნეულის მირთმევა. დაგვერწმუნეთ ბოსტნეულისა და ხილის მავნე პესტიციდებისგან გაწმენდის საუკეთესო გზები წარმოგიდგინეთ.

Facebook კომენტარები