კომპრესები და აბაზანები მწიწკნავი სახსრებისთვის

გარკვეულ დრომდე ართრიტი განიხილებოდა ხანდაზმულთა დაავადებად. დღეს დაავადება სწრაფად იზრდება და მისი მსხვერპლი შეიძლება გახდეს ოცდაათი წლის ადამიანიც კი. სახსრების ტკივილის მიზეზები განსხვავებულია – ფიზიკური დატვირთვით დაწყებული- ორგანიზმში ჰორმონების მოშლით დამთავრებული.

თავდაპირველად სახსრების ტკივილი იწყება მაჯებიდან,  შემდეგ მოჰყვება მუხლები, წვივები და ფეხები. ორივე ფეხში ან მკლავებში შეიძლება ერთდროულად დაიწყოს ანთება. ამის შემდეგ ტკივილი მიდის მხრებზე ან მუხლებზე. ტკივილი ძირითადად ჩნდება დილით, თუმცა ტკივილი თანდათან თავისით ქრება დღის განმავლობაში. ამის შემდეგ, ადამიანი კარგავს მადას, მისი სხეულის ტემპერატურა პერიოდულად შეიძლება გაიზარდოს, გამოჩნდება ზოგადი სისუსტე, შეშუპება და მოძრაობების შეზღუდვა.

მსგავსი შეგრძნებებისგან თავის დაღწევა მარტივი ხალხური საშუალებებით შეგიძლიათ.
– ართრიტის, ართროზის ან სხვა წარმოშობის სახსრის ტკივილის დროს, ნიორი დაგეხმარებათ. როგორც კი ტკივილს იგრძნობთ, წვრილ სახეხზე გახეხეთ ნიორი, გამოწურეთ წვენი. მიიღეთ აღნიშნული წვენი 10- 10 წვეთი 4-ჯერ დღეში, დააყოლეთ თბილი რძე, ძილის წინ კი მტკივან ადგილას ნივრის წვენში დასველებული დოლბანდი შემოიხვიეთ. კანი წინასწარ დაიმუშავეთ რაიმე ცხიმით რომ მტკივანი ადგილი არ დაგეწვათ.

– სახსრების ტკივილმა მოულოდნელად რომ არ შეგაწუხოთ, გირჩევთ, წინასწარ მოამზადეთ სპეციალური შესაზელი ნარევი. აიღეთ ნახევარლიტრიანი ბოთლი (მუქი ფერის), მის ძირზე მოათავსეთ ქაფურის პატარა ნატეხი (ზომით დაახლოებით შაქრის ნატეხის 1/4) შემდეგ ბოთლი მესამედამდე შეავსეთ სკიპიდარით, მას დაამატეთ ამდენივე მცენარეული ზეთი და ბოთლი ბოლომდე გავცეთ არაყით. ეს ნარევი, რომელიც საკმაოდ დიდხანს ინახება, შეიზილეთ გაშრობამდე მტკივან ადგილებში ძილის წინ და შემდეგ თბილად შეიხვიეთ.

– სასარგებლოა მტკივან სახსრებზე მთლიანი კარტოფილის პერიოდულად დადება. ხელის თითების სახსრების ტკივილის დროს, კარტოფილი ხელიდან-ხელში ბურთივით უნდა აგორაოთ. ხოლო ღამით ხელზე ხელთათმანი უნდა ჩაიცვათ, რომელშიც პატარა კარტოფილის ჩაიდებთ. სამკურნალო ეფექტს გაძლიერდება, თუ ამ პროცედურებთან ერთად, კანიანად მოხარშული კარტოფილის ნახარშს
დალევთ სამჯერ დღეში: დილით უზმოზე, სადილის წინ და ძილის წინ. რეკომენდირებულია აგრეთვე ყოველდღიურად ერთი ცალი უმი, წვრილ სახეხზე გახეხილი კარტოფილის მიღება.

– მუხლის სახსრების ტკივილის პროფილაქტიკისთვის რეგულარულად შეასრულეთ ასეთი ვარჯიში: ჩაიმუხლეთ, ფეხები ერთმანეთს მიატყუპეთ და მუხლები აბრუნებს ჯერ საათის ისრის მიმართულებით, ხოლო შემდეგ საწინააღმდეგოდ.

Facebook კომენტარები