ხახვის ჯადოსნური თვისებები: ის, რაც აქამდე არ იცოდით.

ხახვი მრავალი ტრადიციული სამზარეულოს ნაწილია მთელს მსოფლიოში. გარდა ამისა, ითვლება, რომ ის არის ყველაზე ეფექტური ბუნებრივი საშუალება გულისრევის საწინააღმდეგოდ და შესანიშნავია იმუნური სისტემის გასაძლიერებლად. მისი ძლიერი ანტისეპტიკური და ანტიბიოტიკური თვისებები განპირობებულია გოგირდის მაღალი შემცველობით. გარდა ამისა, ხახვში დატვირთულია ანტიოქსიდანტი კვარცეტინი, რომელიც ეფექტურია თავისუფალი რადიკალების წინააღმდეგ.
ხახვი ბუნებრივი წამალია სხვადასხვა დაავადებებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. რესპირატორული დაავადებების შემთხვევაში, ხახვს დიდი დახმარება შეუძლია, რადგან ის ძლიერი ამოსახველებელი საშუალებაა.
გარდა ამისა, ხახვი ძლიერი ანტიოქსიდანტია და გოგირდისა და ფლავონოიდის შემცველობის გამო, ის სასარგებლოა დიაბეტის, ართრიტის, გულის დაავადებების და მაღალი ქოლესტერინის დროს. ხახვის ძლიერი თვისებები ხსნის რესპირატორულ ინფექციებს, ბრონქიტს და ხველას.

დღეს ჩვენ გვინდა გასწავლოთ ხახვის მომზადება სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ.

ხველის დროს-1 ცალი დიდი ხახვიგაფრცქვენით, გარეცხეთ და გაჭერით ორ ტოლ ნაწილად. ნახევარს დაამატეთ 1 ჩაის კოვზი ყავისფერი შაქარი და გააჩერეთ ერთი საათის განმავლობაში. ამის შემდეგ გამოწურეთ მისგან წვენი და მიიღეთ დღეში ორჯერ ხველის შესამსუბუქებლად.

ღებინების დროს-თქვენ უნდა გაასუფთავოთ ორი ცალი საშუალო ზომის ხახვი და გახეხოთ წვრილ სახეხზე. მიღებული მასისგან გამოწურეთ წვენი მარლის დახმარებით. ამის პარალელურად მოამზადეთ პიტნის ჩაი და გააცივეთ. ამ ყველაფრის შემდეგ დალიეთ 2 ჩაის კოვზი ხახვის წვენი, 5 წუთის გასვლის შემდეგ დალიეთ 2 ჩაის კოვზი პიტნის მაგარი ჩაი და კიდევ 5 წუთი დაელოდეთ. გაიმეორეთ ეს პროცედურა მანამ, სანამ სიმპტომები არ ჩაცხრება. გულისრევა გაქრება 15 წუთში და პირღებინება გაქრება თითქმის დაუყოვნებლივ.

ტოქსინების დროს-ფეხის ძირები შეიზილეთ ქოქოსის ზეთით. შემდეგ, ხახვი დაჭერით თხელ ნაჭრებად და განათავსეთ ნაჭერი ფეხის გულზე, შეიხვიეთ ცელოფნით, შემდეგ კი ჩაიცვი წინდები. ეს ხელს შეუწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას, ასევე დაავადების სიმპტომების შემსუბუქებას.

ჰაერის გაწმენდა-ბაქტერიებისა და ვირუსებისგან ჰაერის გასასუფთავებლად, ოთახებში დადგით თეფშებზე დალაგებული ხახვის ნაჭრები. ეს დაგეხმარებათ ჰაერის გაწმენდაში.

Facebook კომენტარები