როგორ შევინახოთ ჟოლოს ფოთლები ზამთრისთვის? ეს ისეთივე სასარგებლოა როგორც თვითონ ჟოლო

ზაფხულში ჟოლოს ფოთლების ჩაის განსაკუთრებით გაჯერებული არომატი აქვს, ზამთარში კი ნაკლებად გამოხატულია. სუნის მაქსიმალურად შესანარჩუნებლად მისი შენახვა სხვაგვარად მოგვიწევს. ამ სტატიაში თქვენ გაოგებთ თუ როგორ უნდა შევინახოთ ჟოლოს ფოთლები, რომ მაქსიმალურად შეინარჩუნოს მან თავისი არომატი.
ჟოლოს ახალი ფოთლები დიდი რაოდენობით შეიცავს ადამიანის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო მიკროელემენტებს.

ჟოლოს ფოთოლის ჩაის უპირატესობები: აქვს სიცხის დამწევი და პათოგენური მოქმედება გრიპისა და გაციების დროს; მოქმედებს, როგორც ანთების საწინააღმდეგო საშუალება; ბრონქიტით და პნევმონიით, ხელს უწყობს სუნთქვას; აძლიერებს იმუნურ სისტემას.

როდის უნდა შეაგროვოთ ჟოლოს ფოთლები?
იმისთვის, რომ სასმელი სასარგებლო იყოს, ზუსტად უნდა იცოდეთ როდის უნდა მოკრიფოთ ჩაისთვის ჟოლოს ფოთლები. მათ ძირითადად ივლისში კრეფენ. სექტემბერში არასასურველია მათი შეგროვება, ამ პერიოდის განმავლობაში ბუჩქები იწყებენ ზამთრისთვის მომზადებას და არ არის რეკომენდებული ასეთ დროს მათი მოკრეფა. უმჯობესია ნედლეულის მოკრეფა დილაადრიან.

ჟოლოს ყველა ფოთოლი არ არის შესაფერისი ზამთრისთვის გასაშრობად. მხოლოდ ჯანმრთელი და ახალგაზრდა ფოთლები უნდა შეაგროვოთ. ფოთლები უნდა იყოს მუქი მწვანე, გლუვი და დაზიანებისგან თავისუფალი (ძირითადად ასეთი ფოთლები სულ ზედა, ჟოლოს წვერზე არსებული ფოთლებია) ასევე არ არის რეკომენდებული ძველი ფოთლების შეგროვება (ჟოლოს ქვედა დიდი ფოთლები). მათ აქვთ ნაკლები ნივთიერებების კონცენტრაცია.

ჟოლოს ფოთლებისგან დამზადებული ჩაი რომ იყოს სამკურნალო, ისინი სათანადოდ უნდა გაშრეს. დაკრეფილი ფოთლები კარგად უნდა გარეცხოთ გამდინარე წყლის ქვეშ. შემდეგ ისინი დაალაგეთ საწურზე, რომ კარგად დაიწუროს წყლისგან. შემდეგ, ბნელ, გრილ ოთახში ლანგარზე გაშალეთ ფოთლები თხელ ფენად. იგი რეგულარულად უნდა ატრიალოთ ხშირ ხშირად, რომ ფოთლები არ დალპეს. რეკომენდებულია მისი გაშრობა ისე, რომ მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედება არ მოხვდეს. გაშრობას დაახლოებით 4-5 დღე სჭირდება.

გამხმარი ფოთლების შენახვის პირობები და წესები
გამხმარ ფოთლებს აქვთ შენახვის ვადა. როგორც წესი, რეკომენდებულია გამხმარი ნედლეულის შენახვა არა უმეტეს ორი წლის განმავლობაში. შენახვის ვადა შეიძლება გაიზარდოს შენახვის პირობების შესაბამისად. ასევე მნიშვნელოვანია მისი სწორად შენახვა. გამხმარი ფოთლები ინახება მინის ჭურჭელში ან ქსოვილის ჩანთებში. არ არის რეკომენდებული მისი პლასტმასის კონტეინერში შენახვა. ასეთ დროს ის იწყებს ლპობას. აუცილებელია, რომ ქილები განთავსდეს ბნელ და გრილ ოთახებში, მზის სხივებისგან მოშორებით.

Facebook კომენტარები