დინდგელი-ნატურალური ანტიბიოტიკი, რომელიც სასწაულებს ახდენს

დინდგელი (პროპოლისი) ბუნებრივი ანტიბიოტიკია, თანაც უნიკალური, რადგან დღემდე არ არის ნაპოვნი ბაქტერია, რომელიც ამ ნივთიერებაში გამრავლება-განვითარებას შეძლებდა. დინდგელი ოქროსფერ სტაფილოკოკსაც კი ანადგურებს – ბაქტერიას, რომელიც გამძლეა უახლესი ანტიბიოტიკების მიმართ.

დინდგელი დამღუპველად მოქმედებს ვირუსებსა და სოკოებზეც. ეპიდემიის დროს თავის დასაცავად საკმარისია, დინდგელის საშუალო ზომის ბურთულა კვირაში ორჯერ დაღეჭოთ. თუ გრძნობთ, რომ ყელი გტკივათ და ავად ხდებით, ძილის წინ აუცილებლად დაღეჭეთ პროპოლისი (ასანთის ღერის თავისოდენა 2-3 ბურთულა).

მეორე დილით თავს გაცილებით უკეთესად იგრძნობთ და ყველა სიმპტომი გაგივლით. დინდგელი ააქტიურებს ორგანიზმის დამცველობით მექანიზმებს, ზრდის მრავალი დაავადებისადმი მისი წინააღმდეგობის უნარს, ბოჭავს ბაქტერიულ შხამებს (ტოქსინებს) და გამოდევნის მათ ორგანიზმიდან.

ანტიბიოტიკოთერაპიის დროს დინდგელის გამოყენება საშუალებას იძლევა, ორჯერ შემცირდეს მედიკამენტების დოზა სათანადო ეფექტის შენარჩუნებით.

არსებობს დინდგელის გამოყენების შემდეგი ფორმები:

• სპირტიანი ნაყენი;

• წყლიანი ნაყენი;

• პროპოლისის წყალხსნარი;

• პროპოლისის მალამო;

• პროპოლისის სანთლები

დინდგელის სპირტიანი ნაყენი
კარგი იქნება, თუ ნაყენის მოსამზადებლად 90%-იანი სპირტის ნაცვლად 70%-იანს გამოიყენებთ, რადგან დინდგელის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებების ნაწილი სპირტში იხსნება, ნაწილი კი წყალში.

დინდგელის ნაწილი 15 წუთით მოათავსეთ საყინულეში. ის გაიყინება და გამაგრდება. მიღებული გუნდა ჩახეხეთ წვრილ სახეხზე და ჩაუშვით სპირტით სავსე მინის ჭურჭელში, შეანჯღრიეთ და მოათავსეთ სიბნელეში.

დღეში ერთხელ მაინც შეანჯღრიეთ (სასურველია დღეში ორჯერ, დილა-საღამოს). ერთი კვირის შემდეგ ნაყენი მზად იქნება.

ყოველ 100 მლ სპირტზე უნდა აიღოთ 15-20 გრამი დინდგელი. კონცენტრაცია შეგიძლიათ მიზნის შესაბამისად ცვალოთ.

გამოყენება: სპირტიან ნაყენს იყენებენ პირის ღრუს ლორწოვანი გარსის, ღრძილებისა და კბილების დაავადებების, ტონზილიტის დროს სავლების სახით (სავლების მოსამზადებლად 1 ჩ.კ. ექსტრაქტს ხსნიან 1 ჭიქა წყალში).

შუა ყურის ანთებისას პროპოლისის ექსტრაქტს ურევენ მცენარეულ ზეთს თანაფარდობით 1:2-ზე, ათბობენ ოთახის ტემპერატურამდე და პიპეტით იწვეთებენ ყურში – 3-5 წვეთს ბავშვებში და 7-10 წვეთს უფროსებში – 3-4-ჯერ დღეში.

მოხუცებულთა სიყრუისას ამ ნარევს ყურში იწვეთებენ დღეში ერთხელ 10 დღის განმავლობაში.

Facebook კომენტარები