კანის პრობლემების გადაჭრის მარტივი და ბუნებრივი გზები. სასარგებლო ინფორმაციაა


კანთან დაკავშირებული პრობლემები ბევრს აქვს. ზოგს მეჭეჭი უჩნდება, ზოგს პიგმენტური ლაქები. მათი მოშორება კი არც ისე იოლია. ადამიანების უმრავლესობა ამ შემთხვევაში ყიდულობს ძვირიან კრემებს, ან პროცედურებს იტარებს, რომლებიც მათ პრობლემის გადაჭრას ჰპირდებიან, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს იმედი არ მართლდება.
ზოგჯერ პრობლემის გადაჭრა ალტერნატიული მეთოდებითაც არის შესაძლებელი.

ფერისმჭამელების მოშორების ბუნებრივი მეთოდი არსებობს. ამისთვის მოამზადეთ ნატურალური სკრაბი. აურიეთ ერთმანეთს 1 ს/კ ზღვის მარილი, ½ ჩ/კ ლიმონის წვენი და 1 ჩ/კ წყალი. წაისვით მიღებული მასა სახეზე და 2–4 წუთის განმავლობაში დაიმუშავეთ კანი, შემდეგ კი ჩამობანეთ სკრაბი თბილი წყლით. ეს სკრაბი ფორების დახურვას უწყობს ხელს და ასუფთავებს კანს. გამოიყენეთ სკრაბი 1–2 ჯერ კვირაში და მის გამოყენების დროს მოერიდეთ მზეს, რადგან ლიმონის წვენი მზის მავნე სხივებს იზიდავს, რაც შეიძლება დამწვრობის მიზეზი გახდეს.

მეჭეჭის ძალიან ბევრი სახეობა არსებობს. თუმცა არსებობს მათი მოშორების მარტივი გზა. დაგჭირდებათ მხოლოდ და მხოლოდ ვაშლის ძმარი . წაისვით მეჭეჭზე ძმარი, შემდეგ შემოიხვიეთ იგი ქსოვილით და შეცვალეთ იგი დღეში ორჯერ. გაიმეორეთ პროცედურა 1 კვირის განმავლობაში. ბოლოდ დღეს მეჭეჭი წყალში დაარბილეთ და შემდეგ პემზით დაიმუშავეთ.

ზოგი ხალი შეიძლება ავთვისებიანი იყოს და მისი მოშორება ძალიან სახიფათოა, რადგან ეს კიბოს იწვევს. თუ თქვენ უწყინარი ხალი გაქვთ და მისი მოშორება გინდათ, აიღეთ ნიორი, მიადეთ ხალს და ქსოვილით შემოიხვიეთ. გაიმეორეთ პროცედურა ყოველდღე 4 საათის განმავლობაში, სანამ ხალი არ გაქრება.

ლაქები, რომელიც ასაკის გამო ჩნდება, ბევრ ქალს აწუხებს. ამ ლაქების თავიდან აცილება თითქმის შეუძლებელია. ყველაზე კარგი რამ, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ – მუდმივად გამოიყენოთ მზისგან დამცავი საშუალებები.

კანის პაპილომები, ანუ skin tags- პატარა უწყინარი წარმონაქმნებია კანზე. ბევრს მათი მოშორება უნდა, ამისთვის კი საჭიროა ვაშლის ძმარში დასველებული ბამბის ტამპონი მიადოთ კანს 2–3 ჯერ დღეში ერთი კვირის განმავლობაში. ვიდეოში, ექიმი დოგ ვილენი მეთოდზე დაწვრილებით ჰყვება.

kop.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას.
kop.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

kop.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

Facebook კომენტარები