დაავადებების კონტროლისა და პრევენციის ცენტრების მიხედვით, ამერიკელი მოზრდილების 61% მხედელობის დაკარგვის სერიოზული საფრთხის წინაშე დგას. გასულ წელს, მხოლოდ ნახევარი მათგანი ესტუმრა ოფთალმოლოგს. რატომღაც, დაახლოებით, 30 მილიონზე მეტი ადამიანი არ აქცევს ყურადღებას თვალებთან დაკავშირებულ სიმპტომებს.გთავაზობთ იმ ნიშნების სიას, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

სიწითლე

ზოგჯერ, თვალის სიწითლე ყველა ადამიანს აწუხებს. თუ მისი მიზეზი ალერგია შეიძლება იყოს, ასევე, შესაძლებელია უფრო სერიოზული მიზეზების არსებობა, როგორიცაა: რქოვანას ფხანა, კერატიტი და ვარდისფერი თვალიც კი.
თუ თვალი ძალიან წითელია, ან გტკივათ და შეგისევდათ, მიაკითხეთ ექიმს.

წყლიანი თვალები

თუ ეს სიმპტომი ძალიან გამოხატულია ან სხვა ნიშნებთანაა კომბინაციაში, უკვე სახიფათოა. ეს შესაძლოა, წამწამების ან ქუთუთოს, რქოვანას ფხანის და წყლულის პრობლემაც კი იყოს.

ლაქები თვალებში

თუ ისინი ხშირად გიჩნდებათ, ან ხედავთ სინათლეს, თუ პერიფერიებს ვერ ხედავთ ან თვალები გტკივათ, მიმართეთ ექიმს. შესაძლოა, გაგივითარდეთ თვალის სისხლდენა.

დაწეული ქუთუთოები

ეს სიმპტომი შესაძლოა, სერიოზულ დაავადებებზე მიუთითებდეს, როგორიცაა: დიაბეტი, გულის შეტევის რისკი, ბულბოსპინალური პარალიჩი და თავის სიმსივნე, რაც ნერვებისა და კუნთების რეაქციაზე ახდენს გავლენას.

უცხო სხეული თვალში

თვალში, უცხო სხეულის მოხვედრა ძალიან უსიამოვნოა. არასოდეს ისრისოთ თვალი და არ ეცადოთ უცხო სხეულის თვალიდან ამოღებას. გამოიბანეთ ის თბილი წყლით.
თუ თვალში უცხო სხეულის მოხვედრის შემდეგ, ის გამორეცხვის მერეც არ გამოვიდა, გიჭირთ ხედვა, ორგანო გტკივათ და შეგიწითლდათ ანდაც, უცხო საგნის ამოღების შემდეგ, გაქვთ შეგრძნება, თითქოს, თვალში რაღაც გაქვთ.

ჯიბლიბო

ბევრი ადამიანი იტანჯება ჯიბლიბოთი, რასაც სტაფილოკოკის ინფექცია იწვევს. თუ რამდენიმე კვირის განმავლობაში არ გაიარა ამოზნექილობამ, გიჭირთ ხედვა, გტკივათ თვალი, ანდა, ჯიბლიბო გიმეორდებათ, მიმართეთ ექიმს.

თვალების სიმშრალე

თუ თვალების სიმშრალის სინდრომი გაქვთ, ე.ი. თვალები საჭირო რაოდენობის ცრემლს არ გამოიმუშავებს. გართულებულ მდგომარეობაში, საჭიროა, ქირურგიული ჩარევა, ამიტომ, დროულად მიმართეთ სპეციალისტს.

წირპლი

წირპლი თვალის ნორმალური მდგომარეობის ამსახველია, როგორც მას უწოდებენ: „ძილი თვალში“. მაგრამ ის, შესაძლოა, ხიფათის შემცველი იყოს, თუ განსხვავებას ამჩნევთ სიხშირეში, ფერსა და რაოდენობაში. ამ შემთხვევაში, შესაძლოა, საქმე გქონდეთ ინფექციასთან ან რაიმე სახის დაავადებასთან.

კატარაქტა

თვალში კატარაქტას არსებობა ძალიან სერიოზული პრობლემაა, რადგან შესაძლოა, მხედველობის დაკარგვა გამოიწვიოს. ის თვალის გუგას ღრუბელივით ეფარება და იწვევს ხედვის პრობლემებს.
ამერიკელების 20.5 პროცენტს ეს პრობლემა აწუხებს.
ამ შემთხვევაში, გამოსავალი ქირურგიული ჩარევაა.

სისხლი

თუ სისხლჩაქცევა თვალში ძვლოვანი დაზიანების შედეგად გაჩნდა, აუცილებლად დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რადგან შესაძლოა, სისხლდენა სწორედ ტვინიდან მომდინარეობდეს.

kop.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას.
kop.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

kop.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

Facebook კომენტარები