სტრესი, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ჩვენ მას ვერსად გავექცევით. მაგრამ არსებობს მასთან ბრძოლის ეფექტური მეთოდები, რომელთა დახმარებითაც ადვილად გაუმკლავდებით ამ არასასურველ თანამგზავრს.ინგლისელი ბლოგერი ნაომი სმარტი, გთავაზოთ 5 ეფექტურ რჩევას, რომელთა გათვალისწინებით შეძლებთ დაძაბულობის მოხსნას და ბედნიერების დაბრუნებას.
1. სუნთქვა
რა ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, მაგრამ სწორი სუნთქვა სტრესთან ბრძოლისას, ძალიან მნიშვნელოვანია. ამერიკის სტრესის ინსტიტუტის ექიმის, ჰერბერ ბენსონის აზრით, “სტრესთან ბრძოლისთვის აუცილებელია ორგანიზმის ბუნებრივი რელაქსაციის რეაქციის აქტივაცია”. უბრალოდ ისუნთქეთ ღრმად და განიტვირთეთ. ღრმა სუნთქვა ზრდის ტვინში ჟანგბადის მიწოდებას და ახდენს პარასიმპათიკურ ნერვულ სისტემის სტიმულაციას, რომელიც სიმშვიდის გრძნობაზეა “პასუხისმგებელი”.
2. მუსიკა
სმარტის აზრით, მუსიკაც უწყობს ხელს სტრესთან ბრძოლას. ამასთანავე, არ არის მნიშვნელოვანი, თუ რა მუსიკას უსმენთ. CNN– ის მიერ ჩატარებულმა ერთ– ერთმა კვლევამ, აჩვენა, რომ იმ პაციენტებს, რომლებიც ოპერაციის შემდეგ მუსიკას უსმენდენენ, კორტიზოლის (სტრესის ჰორმონის) დონე, სხვა პაციენტებთან შედარებით, უფრო დაბალი ჰქონდათ.
3. ჰობი
როდესაც აკეთებ იმას, რაც გიყვარს, ნაკლებ სტრესს განიცდი, ასე რომ, თქვენი ჰობი მასთან ბრძოლის ერთ–ერთი საუკეთესო საშუალებაა. თუ ჰობი არ გაქვთ, სმარტი გირჩევთ სხვადასხვა რამე სცადოთ. მაგალითად, ხატვა გიყვართ, მაგრამ არ შეგიძლიათ, რადგან სწავლის დრო არასდროს გქონდათ. ახლა, ამის საუკეთესოა მომენტია! უბრალოდ აკეთეთ ის, რაც სიამოვნებას განიჭებთ!
4. ვარჯიში
სმარტის აზრით, ვარჯიში ეხმარება ორგანიზმს გაუმკლავდეს სტრესს, რადგანაც მოძრაობა ენდორფინების გამოჰყოფას უწყობს ხელს.
5. ცხოვრებისეული დეტალები
აქ სმარტი გულისხმობს დეტალებს, რომლებიც თქვენს ცხოვრებას ახალისებენ და უფრო სასიამოვნოს ხდიან მას. მაგალითად საყვარელი წიგნის კითხვა, უგემრიელესი ჩაი, ან ყავა, ან თუნდაც აბაზანის მიღება.
kop.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას.
kop.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.
kop.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.