წყალი ძმრით და სოდით: სასწაული სასმელია ჯანმრთელობისთვის!!

ტრადიციულად, ძმარი და სოდა ხშირად გამოიყენება ჯანმრთელობისა და სილამაზის მრავალ სამკურნალო საშუალებაში. ეს ორი პროდუქტი ძალიან ეფექტური, იაფი და პოპულარულია, რის გამოც ისინი ალბათ ყველა სახლშია.ახლა კი ჩვენ გაგაცნობთ, თუ რატომაა სწორედ ეს კომბინაცია ძლიერი სამკურნალო საშუალება, ყველა სახის დაავადების შესანიშნავი პროფილაქტიკა და საუკეთესო დამხმარე თქვენი იდეალური წონის შენარჩუნებაში.

რატომ უნდა შევურიოთ ერთმანეთს ძმარი და სოდა?: ეს საშუალება მოგცემთ ვაშლის ძმრისა და საცხობი სოდის ყველა სარგებელს, რომლებიც ქვემოთაა ჩამოთვლით.

საცხობ სოდას და ძმარს ერთმანეთის საპირისპირო pH აქვთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სოდა არის ტუტე, ხოლო ძმარი მჟავეა, რაც საშუალებას გვაძლევს გამოვიყენოთ ისინი ერთად, ჩვენი სხეულის დაზიანების გარეშე. შედეგად კი მივიღებთ ორგანიზმისთვის ძალიან დიდ სარგებელს.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადამიანი იყენებს სოდას კუჭის მჟავიანობასთან საბრძოლველად, ეს არაჯანსაღია გრძელვადიან პერიოდში გამოსაყენებლად, რადგან მას შეუძლია შეცვალოს ბუნებრივი ph.  ამასთან დაკავშირებით, ჩვენ გირჩევთ შეურიოთ საცხობი სოდა ძმარს.

ვაშლის ძმრის თვისებები _ ვაშლის ძმარი შესანიშნავი სამკურნალო სასმელია, რომელსაც მდიდარი კვებითი ღირებულების გამო შეუძლია ორგანიზმის გაწმენდა და აღდგენა. იგი შეიცავს ვიტამინებს A და B, არსებით ცხიმოვან მჟავებს, ფერმენტებს და სხვადასხვა მინერალებს, როგორიცაა კალციუმი, ფოსფორი, კალიუმი, მაგნიუმი, გოგირდი, თუთია, რკინა და სილიციუმი და სხვა.

ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებები: გოგირდის შემცველობის გამო შლის ტოქსინებს, ასევე მოქმედებს პირდაპირ ღვიძლზე, რათა ხელი შეუწყოს ცხიმის უკეთ მეტაბოლიზებას. ხელს უშლის შარდის ინფექციებს და ზრუნავს თირკმელზე, ხელს უწყობს საშარდე გზების სისუფთავეს და შარდის მჟავას შენარჩუნებას. ასევე აძლიერებს მეტაბოლიზმს და წვავს ზედმეტ ცხიმს წონის დაკლების პროცესში. ეს არის შესანიშნავი შარდმდენი საშუალება, რომელიც საშუალებას გაძლევთ მოაცილოთ ზედმეტი სითხე ორგანიზმიდან. ხელს უშლის თვალების სიმშრალეს A ვიტამინის შემცველობის წყალობით. აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესებს, რადგან ის მდიდარია ფერმენტებით. ეს ძალიან გამოსადეგია მეტეორიზმის, მჟავიანობის, შეშუპების და ა.შ. დროს.

მომზადება
იდეალური პროპორცია ასეთია: ჭიქა თბილი ან ცხელი წყალი (ცივმა წყალმა შეიძლება დააზიანოს ღვიძლი); სუფრის კოვზი ორგანული ვაშლის ძმარი; მწიკვი საცხობი სოდა.

როდის მივიღოთ?_ შეგიძლიათ დღეში ერთიდან სამ ჭიქამდე დალიოთ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს ყოველთვის გააკეთოთ უზმოზე, ჭამამდე ერთი საათით ადრე მაინც. თუ პროდუქტის რეგულარულად მიღებას აპირებთ (ე.ი. პროფილაქტიკისთვის და არა სხეულის გასუფთავების მიზნით), შეზღუდეთ მიღება დღეში ერთ ჭიქამდე. რა თქმა უნდა ცარიელ კუჭზე საუზმემდე მინიმუმ ერთი საათით ადრე.

Facebook კომენტარები