ასპირინისა და თაფლის მალამო დაგეხმარებათ მუხლის ტკივილის შემსუბუქებაში

მუხლის ტრავმების შემდეგ, ისევე როგორც ასაკის მატებასთან ერთად, მუხლის სახსარში ხდება ცვლილებები, რომლებიც ტკივილს იწვევს როგორც მოძრაობის დროს, ასევე ზოგჯერ მჯდომარე პერიოდის დროს. ვისაც ეს ტკივილი გამოუცდია, ეცოდინება რამდენად რთული ასატანია. ამ ტკივილის შესამცირებლად უამრავი საშუალება არსებობს აფთიაქებსა და სამედიცინო ცენტრებში. მაგრამ მათი უმეტესობა  ან ძალიან ძვირია და ძნელია მისი შეძენა, ან დიდ ეფექტს ვერ ახდენს და აზრი არ აქვს მის წასმას.

ხალხურ მედიცინაში არსებობს ერთი ძალიან კარგი საშუალება, რომელიც დაგეხმარებათ სწორეთ ასეთი ტკივილების დავიწყებაში. ტკივილის შესამსუბუქებლად ან მთლიანად მოშორების მიზნით, შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს რეცეპტი:
აცეტილსალიცილის მჟავას (ასპირინი) 10 ტაბლეტი გახეხეთ სახეხზე, ისე რომ მიიღოთ ფხვნილის მსგავსი მასა და კარგად აურიეთ 200 გრ თაფლი (სასურველია თხევადი). განათავსეთ ნარევი თბილ ადგილას ათი დღის განმავლობაში, დროდადრო სასურველია ამოურიოთ, რომ მოხდეს ასპირინისა და თაფლის მთლიანად არევა.
იაფი ავიაბილეთები avia.geდროის გასვლის შემდეგ შეიზილეთ მუხლებზე მიღებული მალამო,  ჯერ შეიხვიეთ პოლიეთილენის საშუალებით, ზემოდან კი შეიხვიეთ მატყლის ქსოვილით და დააფიქსირეთ კომპრესი. მისი მოქმედებით, მცირე სიწითლე და წვის შეგრძნება შეიძლება აღმოჩნდეს; ეს არასასურველი ეფექტები დროთა განმავლობაში იკლებს.

პროცედურები გააკეთეთ ღამით, სანამ შვება არ იგრძნობა. ნუ დაივიწყებთ მტკივნეული სახსრის განვითარებას სპეციალურ ვარჯიშებს. ეს მალამო არ არის შესაფერისი ფუტკრის პროდუქტებისა და ასპირინის მიმართ ალერგიის მქონე ადამიანებისთვის.

აუცილებლად სანახავი:ამ ნაყენის პირში ერთხელ გამოვლებით ცუდ სუნს 1 წლით დაემშვიდობებით! – მარტივი რეცეპტი

Kop.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. kop.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

kop.ge -ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

Facebook კომენტარები