2 ინგრედიენტის ნაზავი ყურის ცვილის მოსაშორებლად და ინფექციების სამკურნალოდ
როდესაც საქმე ეხება ყურების სისუფთავეს, ძალიან ფრთხილად და ყურადღებით უნდა იყოთ. ნუ დაგავიწყდებათ, რომ რეგულარულად შეასრულოთ ეს ჰიგიენური პროცედურა, შემდეგ კი არ მოგიწევთ შეშუპებისა და ტკივილის ატანა. ცვილის დაგროვება ხშირად შეუმჩნეველი რჩება და ადამიანები ამას აქცევენ ყურადღებას მხოლოდ მაშინ, როდესაც ნორმალურად ვერ ისმენენ ნათქვამს. ამ შემთხვევაში მთავარია არ გამოიყენოთ ბამბის ტამპონები – ისინი მხოლოდ გაამწვავებენ პრობლემას.

თუ თქვენ მიდიხართ თქვენს ფარმაცევტთან, ისინი გირჩევენ ბევრ სხვადასხვა ყურის გამწმენდ საშუალებას. საბედნიეროდ, არსებობს საშინაო საშუალება, რომელიც კიდევ უფრო ეფექტურია და იძლევა უკეთეს შედეგს, ვიდრე სხვა სამედიცინო საშუალება.

ეს ბუნებრივი, უსაფრთხო პროდუქტი შედგება ალკოჰოლისა და თეთრი ძმრისგან. ალკოჰოლი საუკეთესო გამწმენდი და სადეზინფექციო საშუალებაა, რადგან ის აერობული ბაქტერიული დამაბინძურებლების თითქმის 85% -ის აღმოფხვრას უწყობს ხელს. თეთრი ძმარი ასევე ითვლება ძლიერ ანტიბიოტიკურ და ანტიმიკრობულ საშუალებად, რომელსაც შეუძლია ებრძოლოს ინფექციებს. ამრიგად, თეთრი ძმრისა და ალკოჰოლის შემცველი ნაზავი დაგეხმარებათ ყურის ცვილის მოშორებას და ინფექციების მკურნალობაში. შეგიძლიათ თავისუფლად ჩაიწვეთოთ ყურებში, რადგან ისინი არ იწვევენ დისკომფორტს ან ტკივილს.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ისინი რბილი და ზომიერი ცვილის დაგროვების ან ყურის ინფექციების დროს, მაგრამ თუ უფრო სერიოზული პრობლემები გაწუხებთ, უნდა მიმართოთ ექიმს.

სახლის სამკურნალო რეცეპტი:- აიღეთ 1:1 პროპორციით თეთრი ძმარი და ალკოჰოლი და აურიეთ ერთმანეთში. თავი გვერდზე გადახარეთ, რომ 1 სუფრის კოვზი (5 მლ) ეს ნარევი ერთ ყურში ჩაიწვეთოთ. გააჩერეთ თავი ამ მდგომარეობაში 60 წამის განმავლობაში. შემდეგ დაუბრუნდით ჩვეულებრივ მდგომარეობას (გაასწორეთ თავი). იგივე პროცედურა ჩაიტარეთ მეორე ყყურშიც. გაიმეორეთ ეს პროცედურა დღეში ორჯერ ცვილის დაგროვების თავიდან ასაცილებლად ან ყურის ინფექციის სამკურნალოდ. ის ასევე დაგეხმარებათ გამოდევნოთ წყალი ყურის არხებიდან.

შენიშვნა: – ამ საშუალების გამოყენების სამი დღის შემდეგ თქვენ უნდა შეამჩნიოთ გაუმჯობესება, მაგრამ თუ ცვლილება ვერ შენიშნეთ, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. გისურვებთ ჯანმრთელობას.

Facebook კომენტარები