სახსრების ტკივილის მკურნალობის უძველესი რეცეპტი უმარტივესი ინგრედიენტებისგან
ყველა ასაკის ადამიანი განიცდის მტკივნეულ შეგრძნებებს სახსრებში. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს დაზიანებებით, გადაჭარბებული მოძრაობით, რევმატიზმით, ართრიტით და სხეულის ბუნებრივი დაბერებით. რაც არ უნდა იყოს მიზეზი, ეს რეცეპტი დაგეხმარებათ ტკივილის შემსუბუქებაში! მისი შემადგენელი ინგრედიენტები ხელმისაწვდომია ყველასთვის, ამიტომ არ გაგიჭირდებათ მისი მომზადება.

ამ რეცეპტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი სახის ინგრედიენტები:
მდოგვი – 1 სუფრის კოვზი; გაფილტრული წყალი – 1 ს / კ; მარილი – 1 სუფრის კოვზი და ნატურალური თაფლი – 1 სუფრის კოვზი.

როგორ მოვამზადოთ აღნიშნული საშუალება?
ამისათვის საჭიროა აიღოთ ჭურჭელი სადაც შეძლებთ მასის არევას. ჭურჭელში მოათავსეთ თაფლი, შემდეგ დაამატეთ წყალი და კარგად აურიეთ, რომ თაფლი კარგად გაიხსნას. ამის შემდეგ დაუმატეთ მდოგვი და მარილი. ისევ აურიეთ კოვზის დახმარებით. ურიეთ სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვანი კონსისტენციის მასას.

Როგორ გამოვიყენოთ ის?
წაისვით მომზადებული მალამო სახსარზე თხელ ფენად, გადააფარეთ ზემოდან ცელოფანი, შემდეგ კი შეიხვიეთ თბილი შალის შარფით. გააკეთეთ ეს კომპრესი საღამოს ძილის წინ. შენახვის დრო 1.5 საათიდან 2 საათამდეა. ძალიან მნიშვნელოვანია პროცედურის შემდეგ არ დაიტვირთოს სახსარი- მან უნდა დაისვენოს, რის გამოც რეკომენდებულია მალამოს გამოყენება ძილის წინ. გაიმეორეთ ეს პროცედურა კიდევ 4-5 ჯერ, ზედიზედ ყოველდღე. მაგრამ შესამჩნევი ეფექტი გამოჩნდება პირველი გამოყენების შემდეგ. ამ მალამოს შენახვა შეგიძლიათ მაცივარში. გარდა სახსრების ტკივილის შემსუბუქებისა, ის ასევე ეხმარება თავის ტკივილის განკურნებას – ამისათვის თქვენ უნდა წაისვათ მალამო საფეთქლებთან. გამოიყენეთ ეს საშუალება და გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება. გისურვებთ ჯანმრთელობასა და სიჯანსაღეს.

Kop.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები