რატომ ჭაღარავდება თმა დროზე ადრე? როგორ შევაჩეროთ?

თმის ფერზე პასუხს აგებს პიგმენტი მელანინი, რომელსაც თმის ბოლქვებში განლაგებული უჯრედები გამოიმუშავებენ. გაჭაღარავების დროს იწყება თმის ფერის ცვლილების შეუქცევადი პროცესი. პიგმენტის გაქრობისა და ჰაერის ბუშტუკებით ღერების შევსების გამო თმა მოთეთრო-ვერცხლისფერს იღებს.

თმის ფერის შეცვლა უმეტესად 35 წლიდან იწყება, მაგრამ არც უფრო ადრეულ ასაკში დაწყებაა გამორიცხული. ნაადრევი გაჭაღარავება დღეს იშვიათობას აღარ წარმოადგენს.

Მეტაბოლური დარღვევები ან საჭირო ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობა ხშირად ხდება ნაადრევი თმის გაჭაღარავების მიზეზი.

თუ გაჭაღარავება დაიწყო 20 წლიდან, აქ უკვე შეიძლება ნაადრევ გაჭაღარავებაზე ვილაპარაკოთ. ეს შეიძლება იყოს როგორც გენეტიკური განწყობის, ასევე გარემოს მავნე ფაქტორებისა თუ რომელიმე დაავადების ბრალი. მაგალითად, ნაადრევი გაჭაღარავება შეიძლება გამოიწვიოს ანემიის ან ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევამ (ჰიპერფუნქციამ).

როდესაც ორგანიზმი განიცდის ამა თუ იმ მიკროელემენტის ნაკლებობას, ეს მელანინის ფუნქციაზე აისახება: მცირდება მისი გამომუშავება ან თმის ცილებს აღარ ძალუძთ მისი შენარჩუნება. ცნობილია შემთხვევები, როცა ძლიერი ნერვული სტრესის შემდეგ ადამიანი ერთ დღე-ღამეში გაჭაღარავებულა.

როგორ შევაჩეროთ ნაადრევი გაჭაღარავება? – პრაქტიკულად შეუძლებელია, ჭაღარა თმას დავუბრუნოთ თავდაპირველი ფერი, მაგრამ თუ ნაადრევი გაჭაღარავების მიზეზი გარეგანი ფაქტორი ან ნივთიერებათა ცვლის დარღვევით მიმდინარე დაავადებაა, მაშინ შეიძლება მისი ბუნებრივი ფერის აღდგენა ვცადოთ ან შევაჩეროთ მაინც პროცესი. ამისთვის, უწინარეს ყოვლისა, საჭიროა სრულფასოვანი და ბალანსირებული კვება და მავნე ფაქტორებისგან თავის დაცვა, პერიოდულად (წელიწადში 2-3-ჯერ 1-2 თვის განმავლობაში) A, B, E, C ვიტამინებისა და ფოლიუმის მჟავას მიღება. შეიძლება ადგილობრივი მოქმედების საშუალებების გამოყენებაც.
~მიირთვით იოდით გამდიდრებული საკვები.
~
იოდით გამდიდრებული საკვები ხელს უწყობს ჭაღარა თმის შეფერხებას. თევზი შეიცავს დიდი რაოდენობით იოდს. გარდა ამისა, სტაფილო და ბანანიც მდიდარია იოდით. ზღვის მარილი შეგიძლიათ შეცვალოთ იოდიზირებული სუფრის მარილით იოდის მეტი რაოდენობით მისაღებად.
გამოიყენეთ ბალახები და სუნელები

გარკვეული ბალახები და სუნელები, როგორიცაა შავი წიწაკა, შავი კვლიავი, კერის ფოთლები და ჯანჯაფილი ეფექტურია თმის გათეთრების შესჩერებლად. ბალახები, როგორიცაა ბრაჰმი და შიკაკაი უძველესი დროიდან გამოიყენება და ინარჩუნებს თმის ფერს. კერის ფოთლებიც მეტად სასარგებლოა თმის ცვენის შესამცირებლად. ეს ფოთლები შეიცავს მკვებავებს და ვიტამინებს, რომლებიც აძლიერებს და აახალგაზრადვებს თმას.

შეგიძლიათ აგრეთვე მოხარშოთ კერის ფოთლები ქოქოსის ზეთში და წაისვათ მათი ნაზავი თმაზე. ეს ეფექტურად აფერხებს თეთრი თმის წარმოქმნას. თუმცა, ერიდეთ სანელებლების ჭარბ მიღებას, რადგან მათი მირებაც ათეთრებს თმას. სხვა მცენარეებიც ეფექტურია თმის გათეთრების შესამცირებლად, მაგალითად: როზამრინი, სალბი, ატამი, ჭინჭარი და ოროვანდი.
www.youtube.com/embed/ogsMfsqRD6E

Facebook კომენტარები