ნიორი ხელს უშლის ვარიკოზული ვენების წარმოქმნას. რეცეპტი იხილეთ სტატიაში!

ყოველწლიურად იზრდება ვარიკოზული ვენებით დაავადებულთა რიცხვი . ჯანმრთელობის ეს პრობლემა ძირითადად გამოწვეულია მჯდომარე ცხოვრების წესით, არაჯანსაღი კვებით და ფიზიკური დატვირთვით.

რა არის ვარიკოზული ვენები?
ვარიკოზული ვენები გაფართოებული სისხლძარღვებია, რომლებიც ძირითადად ფეხებში წარმოიქმნება. ისინი ხშირად ასოცირდება ქრონიკულ ანთებასთან და მისი სისხლის ცუდ ცირკულაციასთან. რეცეპტი რომელსაც ჩვენ გთავაზობთ არის ვარიკოზული ვენების გაგანიერების მკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საშუალება.

როგორ მოვამზადოთ ნივრის ზეთი ვარიკოზული ვენების სამკურნალოდ.

მის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ: 5 კბილი ნიორი, 1/2 ჭიქა ახლად გამოწურული ფორთოხლის წვენი (დაახლოებით 3 საშუალო ფორთოხალი) და 30 გრამი ზეითუნის ზეთი.

გაასუფთავეთ ნიორი კანისგან, დაჭერით წვრილად (შეგიძლიათ მთლიანებიც გამოიყენოთ) და მოათავსეთ პატარა ქილაში. შემდეგ დაუმატეთ ფორთოხლის წვენი და ზეითუნის ზეთი, ბოლოს კი დააფარეთ ქილას თავსახური და გააჩერეთ ნარევი დაახლოებით 12 საათის განმავლობაში ისე, რომ ნივრის ყველა ჯანმრთელი ინგრედიენტი გადავიდეს ფორთოხლის წვენის / ზეითუნის ზეთის ნარევში. როდესაც ნარევი მზად იქნება გამოსაყენებლად, კვლავ შეანჯღრიეთ ქილა და მიღებულ სითხეში დაალბეთ სუფთა ბამბის ტამპონი, შემდეგ კი წაისვით იქ, სადაც გაქვთ ვარიკოზული ვენები. ოდნავ შეიზილეთ ეს ნარევი, შემდეგ შეიხვიეთ თბილი სველი ხელსახოცით.
ეს სახვევი გაიჩერეთ კანზე 20-30 წუთის განმავლობაში, შემდეგ მოიცილეთ და შეიზილეთ ეს ადგილები კიდევ 2-3 წუთის განმავლობაში.
უკეთესი იქნება თუ გამოიყენებთ ნივრის ზეთის მკურნალობას საღამოს, რადგან ამის შემდეგ შეგძლებთ დაიძინოთ შეხვეული ფეხით, რაც დაეხმარება ზეთს უფრო ეფექტური იყოს.

რატომ არის ხელნაკეთი ნივრის ზეთი კარგი ვარიკოზული ვენებისთვის?
ნიორი შეიცავს ძლიერ ბუნებრივ ანთების საწინააღმდეგო ნივთიერებას, რომელსაც ალიცინს უწოდებენ. ვარიკოზული ვენების ადგილობრივი გამოყენებისას, ალიცინი ამცირებს ანთებას ვენებში, რაც ამცირებს მათ გამობერილ სახეს.

ანთების შემცირებასთან ერთად, ნივრის ზეთი ასევე ზრდის მიმოქცევას იმ ადგილებში, სადაც მას წაისვამთ. ვარიკოზულ ვენებში სისხლის მიმოქცევის გაზრდა საშუალებას აძლევს მათ სწრაფად გაათავისუფლონ მათში დაგროვილი ტოქსინები.

ვინაიდან ნივრის სამკურნალო ინგრედიენტები ძალიან ძლიერია, არ არის მიზანშეწონილი ახალი ნივრის პირდაპირ კანზე წასმა, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს კანის სიწითლე ან წვის შეგრძნებაც კი.

იმისთვის, რომ ნივრის ზეთმა სარგებელი მოგიტანოთ დისკომფორტის გარეშე, არასდროს წაისვათ ნიორი პირდაპირ კანზე და ყოველთვის გამოიყენეთ ზეთი მხოლოდ 12 საათის განმავლობაში გაჩერების შემდეგ.

ნარევში შემავალი ფორთოხლის წვენი ხელს უწყობს ნიორს ბუნებრივი გზით გაათავისუფლოს მისი სამკურნალო კომპონენტები ზეთში ლიმონმჟავას შემცველობის გამო. ფორთოხლის წვენი ასევე შეიცავს C ვიტამინს და ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ნიორთან კომბინირებისას ქმნის ბუნებრივ, მაგრამ ძლიერ გამოსავალს ვარიკოზული ვენებისთვის.

ახლა თქვენ იცით, თუ როგორ უნდა გააკეთოთ ხელნაკეთი ნივრის ზეთი ვარიკოზულ ვენებში ანთების შესამცირებლად და მათი გარეგნობის შესამსუბუქებლად, სცადეთ ის თავად გააკეთოთ!

აუცილებლად სანახავი: ამ ნაყენის პირში ერთხელ გამოვლებით ცუდ სუნს 1 წლით დაემშვიდობებით! – მარტივი რეცეპტი

Facebook კომენტარები